DASH დიეტა - მაღალი არტერიული წნევის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

DASH დიეტა - მაღალი არტერიული წნევის დროს

აღნიშნული დიეტა მოიაზრებს სამ მთავარ კომპონენტს:

• კვების რაციონიდან მარილის ამოღებას

• დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მირთმევას

• მარცვლეულის, პარკოსნების, თხილეულის, თევზისა და დაბალცხიმიანი საკვები პროდუქტების მოხმარებას.

რა მივირთვათ DASH დიეტის დროს?

• მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული

mkurnali.ge

მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, უცხო არ არის, რომ მარილი მავნეა.

ის ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობს ხელს, რაც არტერიებზე ზეწოლას იწვევს და ზრდის სისხლის წნევას. ამიტომ, აუცილებელია კალიუმის შემცველი ფოთლოვანი ბოსტნეული მიირთვათ.

კალიუმი ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოდევნას უწყობს ხელს. შესაბამისად, სისხლძარღვების კედლებიც ზეწოლისგან თავისუფლდება.

მიირთვით ბროკოლი, ისპანახი და სხვ.

• კენკრა

mkurnali.ge

პიგმენტები, რომლებიც მაყვალს, მოცვსა და მარწყვს შეფერილობას ანიჭებს, სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის.

კენკრა ანტოციანინს შეიცავს, რაც სისხლძარღვების კედელს აფართოებს და მოქნილს ხდის.

ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის იდეალურია.

• ჭარხალი

mkurnali.ge

კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარხლისა და ვაშლის წვენი სისტოლურ არტერიულ წნევას რამდენიმე საათში ამცირებს.

სასარგებლოა ასევე მოხარშული ჭარხალი.

• ბროწეული

mkurnali.ge

ბროწეულის წვენი (არ მიირთვათ შაქრის შემცველი) არტერიულ წნევას არეგულირებს.

თუმცა ნაყოფი გაცილებით სასარგებლოა, ვინაიდან წვენი ბოჭკოს არ შეიცავს.

• შავი შოკოლადი

mkurnali.ge

არ გაიკვირვოთ! შავი შოკოლადი (50%-70% კაკაოს შემცველობის) მცენარეულ ნაერთ ფლავანოლს შეიცავს.

ამ ანტიოქსიდანტს შეუძლია აზოტის ოქსიდის დონის ამაღლება და სისხლძარღვების გაფართოება.

ცოტა რაოდენობით შავი შოკოლადი არტერიული წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

• შვრია

mkurnali.ge

მას ნატრიუმის დაბალი შემცველობა აქვს და მდიდარია ბოჭკოთი.

მიირთვით ბანანთან ერთად.