ჯანმრთელი გულის შენარჩუნებაში წითელი ფერის ხილ-ბოსტნეული დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელი გულის შენარჩუნებაში წითელი ფერის ხილ-ბოსტნეული დაგეხმარებათ

დღეს კი, კარდიოვასკულარული პათოლოგიები ძალიან გახშირდა, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში.

გაახალგაზრდავებულია დაავადების ასაკიც.

უნდა აღინიშნოს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია შესაძლებელია.

„ამერიკის გულის ასოციაცია“ (AHA) აცხადებს, რომ ხილისა და ბოსტნეულის მიღებით, გულს ვიცავთ.

ისინი ვიტამინების, მინერალებისა და ბოჭკოს მაღალი შემცველობით გამოირჩევა, ასევე დაბალკალორიულია.

სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის მიღება წონისა და სისხლის ნორმალური წნევის შენარჩუნებაში გვეხმარება, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ორი უმთავრესი რისკ-ფაქტორია.

გულის დაზიანებას ებრძვის და სისხლის წნევას არეგულირებს ანტიოქსიდანტებით, ბოჭკოთი და კალიუმით მდიდარი, წითელი შეფერილობის საკვები პროდუქტები.

• წითელი ვაშლი

mkurnali.ge

დღეში ერთი ვაშლის მიღება ექიმთან ვიზიტს დაგავიწყებთ.

ის გულს ამარაგებს ბოჭკოთი, რომელიც მის დაზიანებას ებრძვის.

მდიდარია მრავალი ვიტამინით, მათ შორის C ვიტამინით.

კვლევების თანახმად, ვაშლი სასარგებლოა სიმსივნის, ასთმისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენციისთვის.

რეცეპტი

• აიღეთ 1 ცალი წითელი ვაშლი

• ¼ ჭიქა გატარებული ნუში

• ¼ ჭიქა მოცვის ჩირი

• 1 ს/კ თაფლი

• 1 ს/კ ყავისფერი შაქარი

• მოათავსეთ ქურაში 15 წუთით (350 გრადუსზე)

• პომიდორი

mkurnali.ge

პომიდორს წითელ შეფერილობას ლიკოპენი ანიჭებს, ძლიერი ანტიოქსიდანტი.

ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნივთიერება სიმსივნისა და გულის დაავადებების თავიდაც ასაცილებლად.

პომიდორი კალიუმს შეიცავს, რაც სისხლის წნევას არეგულირებს.

ხშირად, მიირთვით პომიდორი და პომიდვრის სოუსი.

• მარწყვი

mkurnali.ge

მარწყვი ანთებასა და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, შესაბამისად, ჩვენს არტერიებს იცავს.

მასში შემავალი ანტიოქსიდანტები და ვიტამინი C თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.

მოიმზადეთ ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად წითელი სმუზი - მარტივი და ჯანსაღი დესერტი.

რეცეპტი

• დააბლენდერეთ დაბალცხიმიანი იოგურტი ½ ჭიქა მარწყვთან, ½ ჭიქა ჟოლოსთან და ½ ჭიქა ბანანთან ერთად.

• წითელი ბულგარული წიწაკა

mkurnali.ge

ის სასწაული ბოსტნეულია, შეიცავს კაპსაიცინს, ფლავანოიდებს, C ვიტამინსა და უამრავ საკვებ ნივთიერებას.

წიწაკა თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ასევე - ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს.

• წითელი კომბოსტო

mkurnali.ge

წითელი კომბოსტო ადამიანს იცავს როგორც კარდიოვასკულარული დაავადებებისგან, ასევე სიმსივნისგანაც.

ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.

კომბოსტოს წითელ შეფერილობას ანტოციანები ანიჭებს, რაც ასევე მის სასარგებლო თვისებებს განაპირობებს.