როგორ დავიწიოთ წნევა ბუნებრივი გზით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიწიოთ წნევა ბუნებრივი გზით

მედიკამენტების გარდა, უამრავი ბუნებრივი გზა არსებობს იმისათვის, რომ არტერიული წნევა შემცირდეს.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვარჯიში, ჯანსაღი კვება და მსგავსი დამატებითი პროცედურები მეორეხარისხოვანია და მთავარი მხოლოდ მედიკამენტია.

სინამდვილეში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და საკმარისი ფიზიკური აქტივობა მეტად დაგეხმარებათ, შესაძლოა, წამალიც კი აღარ დაგჭირდეთ.

რჩევები

• რეგულარულად ივარჯიშეთ და ისეირნეთ

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გულის მუშაობას და საუკეთესო საშუალებაა არტერიული წნევის შესასმცირებლად.

დღეში 30 წუთით მაინც იარეთ ფეხით, რაც მეტს ივარჯიშებთ, უფრო კარგი შედეგი გექნებათ.

• მიირთვით კალიუმით მდიდარი საკვები

კალიუმი მნიშვნელოვანი მინერალია. ის სისხლძარღვებზე ზეწოლას ამცირებს და ორგანიზმს ზედმეტი მარილის მოშორებაში ეხმარება.

კალიუმს შეიცავს ბოსტნეული, ხილი (გარგარი, ფორთოხალი, ნესვი, ბანანი), რძე, ორაგული, თხილი.

• შეამცირეთ კოფეინი

კოფეინს შეუძლია არტერიული წნევის ხანმოკლე აწევა გამოიწვიოს.

თუმცა, კვლევებით დადასტურდა, რომ ხანგრძლივად არ იწვევს ის მომატებულ არტერიულ წნევას.

• მიირთვით შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი, ასევე კაკაო, მდიდარია ფლავონოიდებით.

ამ მცენარეული ნაერთების საშუალებით, გულის მუშაობა უმჯობესდება, ხოლო არტერიული წნევა მცირდება.

• მიირთვით კენკრა

მასში შემავალ პოლიფენოლებს შეუძლიათ ინსულტის განვითარების რისკის შემცირება, ასევე - დიაბეტის.

გულს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და წნევისთვისაც კარგია.

• კალციუმით მდიდარი საკვები

ისინი, ვისაც კალციუმის დაბალი დონე აქვთ, ხშირად მაღალ არტერიულ წნევას უჩივიან.

• მაგნიუმი

ეს მინერალი სისხლძარღვების მოდუნებას უწყობს ხელს.

პარკოსნების, რძის პროდუქტების, ბოსტნეულის, ქათმის ხორცისა და მარცვლეულის კვების რაციონში ჩართვით, წნევის დარეგულირებას შეძლებთ.

• შეამცირეთ შაქარი და ნახშირწლები

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, ვინც ნახშირწყლების დიეტას იცავენ, არტერიული წნევა აღარ აწუხებთ განსაკუთრებით, შაქრის რაოდენობის შემცირებისას.

• შეამცირეთ მარილის მიღება

• შეწყვიტეთ მოწევა

თამბაქოში შემავალი ქიმიკატები სისხლძარღვებს აზიანებენ.

• დაიკელით წონაში

სხეულის მასის 5%-ის დაკლებაც კი, მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას.