არტერიული ჰიპერტენზიის დროს კალიუმის უკონტროლო მიღებამ შეიძლება გართულებები გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზიის დროს კალიუმის უკონტროლო მიღებამ შეიძლება გართულებები გამოიწვიოს

1. წნევის როგორი მაჩვენებელი ითვლება ნორმად?

- არტერიული წნევა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სისტემისთვის, სადაც სითხე მოძრაობს.

თუ სისტემაში არ არის წნევათა სხვაობა, მაშინ სითხე არ მოძრაობს. ნებისმიერი სისტემა, და მათ შორის სისხლის ცირკულაცია, გულისხმობს წნევის რაღაც გარკვეულ ნორმალურ დონეს. როცა იმაზე მაღალია, რაც უნდა იყოს, იმ სისტემას ექმნება პრობლემა.

ნორმალური დონე პირობითია. ზოგადად, პოპულაციაში ნორმალურ არტერიულ წნევად ითვლება 140/90 ზე.

2. ითვლება თუ არა ცალკეული ეპიზოდებისას წნევის მატება ჰიპერტენზიად?

- წნევა უნდა იცვლებოდეს ფიზიოლოგიურად. წნევის მეშვეობით ადამიანი ეგუება გარემოს.

როდესაც ის ფიზიკურად იტვირთება, წნევა მატულობს, ვინაიდან ორგანიზმს სჭირდება მეტი სისხლი. ამ დროს შეიძლება წნევა იყოს მეტი, როდესაც ადამიანი ემოციურად არის მაშინაც მატულობს. ორსულობის დროს, ასევე, მახასიათებელია წნევას ცვლილება.

წნევის დროებით და შემდგომ მუდმივ მომატებას ხელს უწყობს მარილისა და ალკოჰოლის მოხმარება. წნევა ალკოჰოლის მიღების მომდევნო დღეებში მატულობს.

3. თავის ტკივილს ხშირად წნევას აბრალებენ, მართალია ეს ?

- წნევას არ ახასიათებს რაიმე სპეციფიკური სიმპტომი. თავის ტკვილი, ადვილად დაღლილობა, ქოშინი ფიზიკური დაღლილობისას - ეს ყველაფერი შეიძლება შეინიშნებოდეს.

თავის ტკივილის მიზეზი უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუ კეფის, საფეთქლის წილში არის თავის ტკივილი, ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ წნევა აქვს მომატებული და ამ განწყობით მიდის წნევის აპარატთან. ეს შფოთვა წნევის მატებას იწვევს და შესაბამისად, აპარატიც უჩვენებს.

ეს წნევა განწყობითა და შფოთვით არის გამოწვეული.

4. შემაშფოთებელია თუ არა, როდესაც ადამიანი ვერ გრძნობს, რომ მაღალი წნევა აქვს? ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს?

- როდესაც წნევა არის მომატებული, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანს აწუხებს თუ არ აწუხებს.

თუ დაფიქსირდა და ექიმი დაადასტურებს, რომ წნევის დაავადება არსებობს, რაც სპეციალური მეთოდოლოგიით ხდება, მაშინ ადამიანმა უნდა იმკურნალოს, აწუხებს თუ არა მას ეს წნევა.

5. რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წნევამ, როგორ უნდა აკონტროლოს ადამიანმა?

- წნევის გაზომვას უნდა ცოდნა. თუ ადამიანი ეს წუთია ამოვიდა კიბეზე, დაჯდა მაგიდასთან და გაიზომა წნევა, იქნება წნევა მომატებული.

გაბრაზებულზე არ შეიძლება გაზომვა.

წნევის გაზომვის დროს ადამიანი უნდა იყოს სრულიად რელაქსირებული.

საკვების მიღების შემდეგ ასევე არ უნდა მოხდეს გაზომვა. ძირითადად, დილით უნდა გაიზომოს.

სკამზე უნდა მიეყრდნოს, რადგან დაძაბული ზურგის კუნთები წნევის მატებას გამოიწვევს.

რაც შეეხება, ორგანოთა დაზიანებას, თუ წნევა ხანგრძლივი დროით არის მომატებული, შეიძლება დაზიანდეს ის სისტემა, სადაც სითხე მოძრაობს - თავის ტვინის სისხლძარღვები, გულის და თირკმელების, რაც სერიოზულ დაავადებებს გამოიწვევს.

6. რა არის გასათვალისწინებელი პრეპარატის შერჩევისას?

- პირველ რიგში, მკურნალობის დროს, მარილის შეზღუდვას უკიდურესი მნიშვნელობა აქვს.

ის ზრდის მოცირკულურე სისხლის რაოდენობას, ავიწროებს სისხლძარღვებს , რაც წნევის ზრდას იწვევს. არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, თამბაქო, რომლებიც ასევე ავიწროებენ სისხლძარღვებს. წამლების უამრავი არსენალია, რომელიც აუცილებლად ექიმმა უნდა დაუნიშნოს პაციენტს.

7. რამდენხანს გრძელდება მკურნალობა, თუ არის სრულად განკურნების საშუალება?

თუ ექიმმა დაადასტურა, რომ ეს არის წნევის დაავადება, ის ქრონიკული ხასიათისაა და მთელი ცხოვრება გრძელდება.

პაციენტი უნდა ღებულობდეს პრეპარატს რეგულარულად. შეიძლება შეიცვალოს დოზები, ან თავად წამალი.

ხანგრძლივი წნევის შემთვევაში 2-3 წამალიც ინიშნება.

დღეს ერთ ტაბლეტში არის 2 ან 3 სხვადასხვა მოქმედების წამალი, რაც ადამიანს მოხმარებას უადვილებს.

8. თქვენი რჩევარეკომენდიციები?

არ აყვეთ პანიკას. წნევა შეიძლება იყოს ეპიზოდურად მომატებული, თუ ეს არის დაავადება, წამლების რეგულარული მიღებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, აუცილებლად მოერევით. პანიკაში ნუ ჩავარდებით, რომ ინსულტი დაგემართებათ.

რეკომენდაციაა, რომ აუცილებლად ამოიღოთ რაციონიდან მარილი.

თქვენ უნდა იცოდეთ ასევე, რა ტიპის მარილს ღებულობთ. ნატრიუმიანს თუ კალიუმიანს.

ბევრი წნევიანი იღებს კალიუმიან მარილს, რომელიც წნევის მატებას არ იწვევს, თუმცა შეიძლება კალიუმის დაგროვება გამოიწვიოს.

ჭარბი კალიუმის დაგროვებას კი სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის - გულისმხრივი გართულებები.