თუ ფიზიკური დატვირთვისას გულძმარვა გეწყებათ, დატვირთვის შეწყვეტისას კი ქრება - ეს შეიძლება სტენოკარდიის ნიშანი იყოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

თუ ფიზიკური დატვირთვისას გულძმარვა გეწყებათ, დატვირთვის შეწყვეტისას კი ქრება - ეს შეიძლება სტენოკარდიის ნიშანი იყოს

თუ ფიზიკური დატვირთვისას გულძმარვა გეწყებათ, დატვირთვის შეწყვეტისას კი ქრება - ეს შეიძლება სტენოკარდიის ნიშანი იყოს
გულის იშემიურ დაავადებაზე გვესაუბრება „თბილისის გულის ცენტრის“ კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, კარდიოლოგი ზვიად კერესელიძე.

• რა არილს გულის იშემიური დაავადება და რა ფორმები არსებობს?

- გულის იშემიური დაავადება არის მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთში გვაქვს დისბალანსი.
გულის კუნთს სჭირდება გარკვეული ენერგია, რომ შეასრულოს თავის ფუნქცია.

შესაბამისად, თუ ეს ენერგეტიკა არ მოდის, ან აკლია, ამას იშემია ეწოდება, გულის იშემიური დაავადება. ეს უქმნის უკვე შემდგომ საფუძველს  სტენოკარდიას, ანუ ტკივილს გულმკერდის არეში.

• რა არის სტენოკარდია?

- ეს არის ტკივილი გულ-მკერდში, თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა
ტკივილი გულ-მკერდში არის სტენოკარდია.

მას სპეციფიკური ლოკალიზაცია ახასიათებს. ძირითადად, ის 90%-ში მთელ გულმკერდს მოიცავს - გულის ფიცარს და არ ახასიათებს წერტილოვანი ტკივილი.

მნიშვნელოვანია ტკივილის ხასიათი. ზოგჯერ, პაციენტს ეკითხები, აქვს თუ არა ტკივილი გულმკერდში, მაგრამ უარყოფს, ვინაიდან მას აქვს მოჭერის, წვის, ან ზეწოლის შეგრძნება.

გასათვალისწინებელია, ხანგრძლივობაც.
სტენოკარდიული ტკივილი არ გასტანს დღეები, ან წამები. ის ხუთი წუთით გრძელდება.
თუ ძლიერი ტკივილი, წვა, მოჭერა, ან ზეწოლა დიდხანს გასტანს, ეს უკვე ინფარქტის ნიშანია და საჭიროა დროული სამედიცინო ჩარევა.

• რამდენად არის გავრცელებული გულის იშემიური დაავადება მსოფლიოში და საქართველოში?

- მზარდია მისი გავრცელება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარადაცვალების, ლეტალობის კოეფიციენტი მაღალია და პირველ ადგილს იკავებს. აქდან, იშემიურ დაავადებებზე 30-60% მოდის.

საქართველო მაღალი რისკის ქვეყანაა და 60% არის ჩვენთან დაავადების მაჩვენებელი.

• რა არის გულის იშემიური დაავადების სიმპტომი?

- ძირითადი სიმპტომი სტენოკარდიაა. 20% ში შეიძლება არ გამოვლინდეს არანაირი სიმპტომი და ეს არის ე.წ მუნჯი იშემია.
ამ დროს კარდიო გამოკვლევებით დგინდება, რომ იშემიური მდგომარეობაა.

ის რთული სამართავია, ვინაიდან არაა ტკივილი და ვერ იგებს პაციენტი, როდის უნდა შეამციროს დატვირთვა.

იშემიური მდგომარეობა როცაა, სიმპტომი კარგია, დატვირთვას ამცირებ, როცა ეს გულს სჭირდება. „მუნჯი იშემია“ უფრო ასაკობრივ პაციენტებშია გავრცელებული, ასევე დიაბეტის მქონეებში.

ფიზიკურ აქტივობაზე, როცა გულის პულსი აიწევს, იწყება სტენოკარდია.

როცა პაციენტი იწყებს ფიზიკური დატვირთვას და ეწყება გულძმარვა, წვა, შეწყვეტისას კი - უქრება ეს ნიშნები, ეს გულის სიმპტომია და არ არის ჩვეულებრივი გულძმარვა.

თუ ფიზიკური აქტივობისას გაქვთ რაიმე შეზღუდვა გულმკერდში, განსაკუთრებით შუა ნაწილში, ეს უკვე სიმპტომია.

მითია, რომ გული მარცხნივ არის, მისი ძალიან პატარა მონაკვეთი, წვერია მარცხნივ.

გულმკერდის ფიცრის უკან არის ძირითადი ნაწილი, ამიტომ იშემიურ დაავადებას წერტილოვანი და უეცარი ტკივილი არ ახასიათებს.

• რა არის ამ დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორი?

- არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სქესი - მამაკაცებში უფრო მაღალი რისკია.

მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი, მწეველობა, დიაბეტი.
უმოძრაო ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესი რისკ ფაქტორია.

ასევე, ქოლესტერინის დონე და ჰიპერტენზია. რეკომენდირებულია, ალკოჰოლის რაოდენობაც შეზღუდოთ.

• რატომ წარმოადგენენ იშემიური დაავადების მქონე ადამიანები კორონავირუსის რისკ-ჯგუფს და რა გართულებები მოყვება?

- რატომ წარმოადგენენ, არ არის შესწავლილი. ფაქტია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს გართულების რისკი მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გართულება.

ჩვენს უმძიმეს პაციენტებს დამართნიათ, დაურეკიათ, საერთოდ სიმპტომების გარეშე წასულა კორონავირუსული ინფექცია, მაგრამ შეიძლება ადამიანს საერთოდ არ ჰქონდეს კარდიოვასკულური დაავადებები და მასთან წავიდეს რაიმე პრობლემები“.

• ამ ეტაპზე, დაავადების მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდებს გვთავაზობს მედიცინა?

- არსებობს მკურნალობის მედიკამენტური, არამედიკამენტური და ოპერაციული მეთოდები. არამედიკამენტური ცხოვრების ჯანსაღ წესს გულისხმობს.

ასევე, კეთდება კორონაროგრაფია, კორონარული სტენტირება, შუნტირება.

მედიკამენტური და არამედიკამენტური ჩარევა აუცილებელია, ოპერაცია კი ზოგს სჭირდება, ზოგს არა.



ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
გულის გარკვეული დაავადებისას, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია,
ათეროსკლეროზი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის
სტრესის უარყოფით გავლენებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მისი დამაზიანებელი ზემოქმედების აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება თამაზ შაბურიშვილი
ყოველწლიურად გულის შეტევით კვდება დაახლოებით 7 მილიონამდე ადამიანი. ზოგადად, კარდიოვასკულარული დაავადება,
კარდიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ზამთრის პერიოდში ტემპერატურის დაქვეითების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულისა და სისხლძარღვების
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთა საკმაოდ დიდ ნაწილზე სამედიცინო პერსონალის მიერ წნევის გაზომვა ცუდად მოქმედებს. ამ მდგომარეობამ
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად