/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - სიცოცხლის გადამრჩენი მოწყობილობა

გულის გარკვეული დაავადებისას, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია,

სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პროფილაქტიკის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ითვლება. სახელმწიფო პროგრამის არარსებობისა და არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფის გამო, სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებდა აღნიშნული კარდიოქირურგიული ოპერაციის გაკეთებას. სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის წყალობით, ამ სახის სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია განხორციელდა. როგორ და როდის შეიძლება მიიღოს პაციენტმა უსასყიდლოდ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, ამ საკითხზე გვესაუბრება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, თამარ მელიქიძე.

- ქალბატონო თამარ, რა მოწყობილობაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ესაა "ჩაშენებული რეანიმატოლოგი" - “გულის მცველი”, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურად ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რიტმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. საჭიროებისამებრ, "ჭკვიანი აპარატი" უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რიტმს აღადგენს.

საყურადღებოა, რომ უეცარი კარდიული სიკვდილით მსოფლიოში 4 წამში ერთხელ 1 ადამიანი კვდება, რომლის უდიდესი პროცენტი სწორედ გულის რთულ არითმიებს უკავშირდება. ესააN1 მკვლელი დედამიწაზე, ხოლო მოცემული დეფიბრილატორი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი მოულოდნელი სიკვდილისგან იცავს და გულის რიტმის საშიშ ცვლილებებზე მყისიერად რეაგირებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

მოგეხსენებათ, კარდიოქირურგიული პროცედურები საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა რეფორმა, რათა ასეთი სახის მომსახურება მათთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

შედეგად, დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის კარდიოქირურგიის კომპონენტის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტი, რომლის ფარგლებში, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალი ხარისხის აპარატებს პაციენტებს უსასყიდლოდ გადასცემს.

- გულის რომელი პათოლოგიების დროს არის აუცილებელი ამ აპარატის იმპლანტაცია?

- პარკუჭოვანი ტაქიკარდია, მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული კუმშვადობა (დილატაციური კარდიომიოპათია, იშემიური კარდიომიოპათია), ზოგიერთი გენეტიკური სინდრომი (ბრუგადას სინდრომი, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) და ა.შ.

- როდის დაინერგა საქართველოში ამგვარი კარდიოქირურგიული ოპერაციები?

- ერთ- და ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების ჩანერგვის ოპერაცია პირველად - 2003 წელს, სამკამერიანი იმპლანტირებადი რესინქრონიზატორისა კი - 2004 წელს განხორციელდა. თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდე, ინტერვენციული არითმოლოგიური პროცედურები პაციენტის დიდ ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებდა და ამდენად, იშვიათად კეთდებოდა. მინისტრის მიერ ინიცირებულმა რეფორმამ და მოცემულმა პროექტმა, რომელიც 520-ე დადგენილებას უკავშირდება, მაღალი ხარისხის აპარატებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაზარდა. შესაბამისად, ვვარაუდობთ, მოთხოვნილება ოპერაციებზე ბევრად გაიზრდება.

- საქართველოში საშუალოდ, წელიწადში რამდენ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია?

- კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების რაოდენობა, ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით, განისაზღვრა და მოცემული მონაცემების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე 1 წლის მარაგი - 224 ცალი აპარატი შეიძინა. ამასთან, აღსანიშნავია, საჭიროებისამებრ, ჩვენი საცავები სისტემატურად შეივსება.

- რამდენად ხარისხიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებია საქართველოში შემოტანილი?

- "არითმოლოგთა ასოციაციასთან" ერთად, დეტალურად განისაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, შემუშავდა სატენდერო კრიტერიუმები. შედეგად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სააგენტო დასავლური სტანდარტის აპარატებით უზრუნველყო.

აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული კარდიოდეფიბრილატორები ბევრ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული და სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობს. ესაა ის ხარისხი, რომელიც ყველა მაღალი კვალიფიკაციის რითმოლოგისთვის მისაღები იქნება და ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებას, სახელმწიფოს დახმარებით, წარმატებით გააგრძელებენ.

- პაციენტს როგორ შეუძლია აპარატის უსასყიდლოდ მიღება?

- აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ მოითხოვს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებას დეფიბრილატორს უსასყიდლოდ გადასცემს.

- როგორ განისაზღვრება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა და რამდენია ის?

- გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში, ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ, პაციენტის თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძვირადღირებული აპარატები ბენეფიციარებს უფასოდ გადაეცემათ. მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება (მაქსიმუმ, 700 ლარი).

შედარებისთვის, 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე, მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში თანაგადახდა 19 000 ლარამდე უწევდათ. მაგალითად, ახლახან, სოციალურად დაუცველ 58 წლის ქალს უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის განმარტებით, 1 წლის წინ, კლინიკამ ოპერაცია 25 000 ლარი დაუფასა - 10 000 ლარი მას უნდა მოეძია, ხოლო სახელმწიფო 15 000 ლარს ფარავდა. მოცემული პროექტის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურებისა და აპარატის ღირებულება ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ოპერაცია უფასოდ გაუკეთდა.

შედეგი ნათელია - აღნიშნული პროექტით მნიშვნელოვნად მცირდება მოქალაქის ჯიბიდან გადახდილი თანხის ოდენობა, რაც ჩვენს მთავარ მიზანს - ჯანმრთელობის დაცვის უნივერსალურ ხელმისაწვდომობას ემსახურება.

- როგორ ხდება იმპლანტაცია, როგორია აპარატის მუშაობის პრინციპი და რამდენია ექსპლუატაციის ვადა?

- იმპლანტაცია ხდება კანქვეშ, ლავიწქვეშა მიდამოში. ოპერაციის ხანგრძლივობა, სირთულის მიხედვით, დაახლოებით, 1-2 საათია. ინტერვენცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. დეფიბირილატორს აქვს როგორც სტიმულაციის, ისე ელექტროშოკის გამოყენების ფუნქცია და როგორც უკვე ვთქვი, უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციას ახდენს. აპარატის ექსპულატაციის ვადა, საშუალოდ, 5-7 წელია.

- რომელი კატეგორიის პაციენტებს გადაეცემათ უსასყიდლოდ?

- საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით, განსაზღვრულ და შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ ყველა ბენეფიციარს, დეფიბრილატორი უფასოდ გადაეცემა. რაც შეეხება სამედიცინო პროცედურის თანაგადახდის ოდენობას, ის 0-დან 20 პროცენტამდე მერყეობს (0-დან - 700 ლარამდე).

კერძოდ:

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციის პროცედურა 100%-ით ფინანსდება, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის, შემდეგი მოსარგებლეებისთვის: სოციალურად დაუცველი პირები; კერძო დაზღვევის არმქონე, საპენსიო ასაკს მიღწეული ვეტერანები; 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში; საჯარო სკოლის პედაგოგები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში): ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები, უფროსი აღმზრდელები, აღმზრდელები; სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად; რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას.

საპენსიო ასაკის მოქალქეებს, გარდა საბიუჯეტო დაზღვევის მქონე პირებისა, იმპლანტაციის პროცედურა 90%-ით უფინანსდებათ; სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 0-დან - 5 წლის ჩათვლით ასაკისა და შშმ ბავშვებს - 80%-ით.

- მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის თუ იგეგმება ამ აპარატებთან დაკავშირებით მსგავსი პროგრამის განხორციელება და როდიდან?

- ბუნებრივია, ჩვენ გამოვდივართ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან - ყოველი ნაბიჯი ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაეზარდოთ. თავდაპირველად, ცვლილება პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით განვახორციელეთ. შემდეგი ეტაპია პროგრამის გაფართოება, რაც გულისხმობს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტის მოცვას.

მოხარული ვარ, რომ რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს და ტარიფიკაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი, რომელიც დაცული გულისთვის განხორციელდა, ადამიანებს მეორე სიცოცხლეს ჩუქნის. ეს დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ მე და ჩემმა გუნდმა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად უფრო მეტი გავაკეთოთ.

კომენტარები (1)
Ბიძინაშვილი ნანა(ნანული).
ჩემს მეუღლეს ესაჭიროება ეს ოპერაცია და მოხარული ვიქნები თუ სიცოცხლე გაუხანგრძლივდება თქვენი დახმარებით.
თარიღი : 05-02-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - სიცოცხლის გადამრჩენი მოწყობილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები