გულის საიდუმლოებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის საიდუმლოებანი

მუდმივ სტრესს, განცდებს, დატვირთვას უამისოდაც დაღლილი სხეულის ყველაზე დიდი ტუმბო მდგომარეობიდან გამოჰყავს. ისიც უფრო და უფრო ხშირად გვახსენებს თავს მსუბუქი ჭვალით, ჩხვლეტით, გულისცემის გაძლიერებით. ყოველ ასეთ "სიგნალს" სამედიცინო თვალსაზრისით თავისი მნიშვნელობა აქვს.

გაზაფხული დადგაო

გაზაფხულის დამდეგს ბევრი ამჩნევს, რომ მისი ჯანმრთელი გული უცნაურად იქცევა: ზოგჯერ მოსვენების დროსაც კი ჩქარდება, მაჯისცემა წუთში 80-ს და მეტსაც აღწევს, ზოგჯერ კი თავისთავად წყნარდება და ნორმას უბრუნდება. გულის რიტმის მცირედ აჩქარებას - 80-95 დარტყმას წუთში - ჯანმრთელი ადამიანი, ჩვეულებრივ, ვერ ამჩნევს. ამიტომაც გვაკვირვებს რეაქციები, რომლებიც გაზაფხულის დამდეგს ხშირდება: სწრაფი დაღლა, უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი ძლიერი გაღიზიანება, თავბრუხვევა, ჰაერის უკმარისობა, ბიძგები გულმკერდში და გულის ტკივილი: ყრუ, გამჭოლი, მჩხვლეტი... თუ აღელვების, დადებითი თუ უარყოფითი ემოციის დროს თავს მსგავს სიმპტომებს შეამჩნევთ, გაისინჯეთ მაჯისცემა:

  • 60-80 შეკუმშვა წუთში ნორმაა.
  • 81-95 - მაჯა მცირედ აჩქარებულია.
  • 95-ზე მეტი - მაჯა ძლიერ არის აჩქარებული.

მაჯის მცირედ აჩქარებას რამდენიმე მიზეზი აქვს.

  • პირველ ყოვლისა, გაზაფხულზე, დათბობისას, აქტიური ფუნქციობის რეჟიმზე გადადის ფარისებრი ჯირკვალი, მის მიერ გამომუშავებული ჰორმონი თიროქსინი კი გულს გაცილებით სწრაფად ძგერას აიძულებს.
  • მეორე - თირკმელზედა ჯირკვლები სისხლში მომატებული კონცენტრაციით გადაისვრიან ადრენალინსა და ნორადრენალინს - ჰორმონებს, რომლებიც აჩქარებენ გულის კუნთის შეკუმშვათა ძალასა და რაოდენობას.
  • მესამე - შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში ორგანიზმში აკუმულირებული დაღლილობა თავისებურად ნერვულ სისტემაზეც აისახება. ის ზედმეტად აღგზნებულია და მცირე ემოციის დროსაც კი სხეულის შინაგან მეტრონომს გაძლიერებულ მუშაობას აიძულებს.

მედიცინაში ამ მდგომარეობას კარდიული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვან (ნეიროცირკულარულ) დისტონიას უწოდებენ. ეს დაავადება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დროებითი მოშლით არის განპირობებული და ადვილად ემორჩილება კორექციას. აუცილებელია მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციისა და პირობის შესრულება, რომლებსაც თქვენთვის ინდივიდუალურად დაადგენს ექიმი-ნევროლოგი.

TOP OF FORM

მაჯის ძლიერი აჩქარების მიზეზის დადგენა უკვე კარდიოლოგის კომპეტენციაა. თუ მაჯისცემა აჭარბებს 150 დარტყმას წუთში და ამას ერთვის ძლიერი ბიძგები გულმკერდის არეში, აუცილებელია გავარკვიოთ, ხომ არ უკავშირდება ყოველივე ეს ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონთა გაძლიერებულ სეკრეციას. გამოკვლევის გადადებას არ გირჩევთ, რადგან მაჯისცემის ძლიერი აჩქარება მიოკარდიუმის ენერგეტიკული მარაგის გამოლევას იწვევს და თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა გულმა მუშაობა ვეღარც კი შეძლოს.

სხვა სიმპტომები

საკმარისია გადაიღალოთ ან აღელდეთ, რომ გულს თითქოს აჩერებს გამჭოლი, მჩხვლეტი ტკივილი? ეს გულის ნევროზის ტიპური სიმპტომია. სტრესის ჰორმონის გავლენით გულის კუნთის მკვებავი წვრილი სისხლძარღვები ვიწროვდება, მიოკარდიუმს აკლდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები და ისიც ნერვულ სისტემას მოსალოდნელი შეფერხების თაობაზე სიგნალს უგზავნის. პასუხად ტვინი მსხვილ არტერიებს გაფართოებას უბრძანებს და უსიამოვნო შეგრძნებებიც წყდება. ასეთი ტკივილი ფუნქციური ხასიათისაა, ის წამიერია, არ არის საშიში და, ჩვეულებრივ, მალევე ცხრება დამამშვიდებელი საშუალების მიღების შემდეგ. გაზაფხულზე შიშის, აღელვების, წყენის, გადაღლის, გამოუძინებლობის ფონზე ადამიანს ხშირად ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს უფსკრულში იჩეხება, გული ეპარება, შიშისგან უჩერდება. ამ შემთხვევაში საუკეთესო წამალია სიმშვიდე, კალიუმის პრეპარატები ან ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები: ქიშმიში, ყურძენი, კარტოფილი. კარგია დამამშვიდებელ მცენარეთა ნაყენებიც.

ქალებს გულის კუნთის ინფარქტისგან საიმედოდ იცავს სასქესო ჰორმონები, მაგრამ თვეში ერთხელ, კრიტიკული დღეების წინ, გულის კუნთს პატარა გამოცდას სწორედ ეს ჰორმონები უწყობენ ჰორმონული ფონის მკვეთრი ცვლილებით. ამ პერიოდში მაჯისცემა 80-ზე მეტი ხდება, რაც საშიში არ არის, რადგან კრიტიკული დღეების შემდეგ ის თვითონვე დაუბრუნდება ნორმას.