სპეციალისტების აზრით, სტატინების დანიშვნა ყოველთვის გამართლებული არაა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

სპეციალისტების აზრით, სტატინების დანიშვნა ყოველთვის გამართლებული არაა

სპეციალისტების აზრით, სტატინების დანიშვნა ყოველთვის გამართლებული არაა
ირლანდიელმა მკვლევრებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში სტატინების მიღებასა და გულსისხლძარღვთა სისტემის შეტევის სიხშირეს შორის კავშირი შეისწავლეს. მეცნიერებმა ამ კავშირის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახალი რეკომენდაციების თანახმად, ექიმებმა ინფარქტისა და ინსულტის რისკის ხარისხის მიუხედავად, დაიწყეს აღნიშნული პრეპარატების დანიშვნა 50 წელს გადაცილებულ პირებში.

აღმოჩნდა, რომ თუ 1987 წელს ქვეყნის მოსახლეობის 8%-ში იყო მიზანშეწონილი სტატინების დანიშვნა (ეს პრეპარატები ენიშნება მხოლოდ მათ, ვინც გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაღალი რისკის ქვეშაა), 2016 წელს ეს პროპორცია უკვე 61% შეადგენს, ანუ ზრდამ 600% გადააჭარბა. ამასთან, ამ წლების განმავლობაში
გულსისხლძარღვთა დაავადებების დაბალი რისკის მქონე პირების რაოდენობა, რომელთაც ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისთვის მკურნალობა დაენიშნათ, ათჯერ გაიზარდა. ამგვარმა სურათმა ცხადყო, რომ სტატინების დანიშვნა პაციენტების ფართო წრისთვის ნაკლებად ეფექტურია.

ირლანდიელი მეცნიერების კვლევის მონაცემების გაანალიზებისას სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ 50 წელს გადაცილებულთათვის სტატინების ფართოდ დანიშვნას გარკვეული საფუძველი გააჩნია,
რადგანაც ინფარქტი შეიძლება განუვითარდეს მათაც, ვისაც მანამდე გულის მხრივ ჩივილები არ ჰქონია. ამასთან, მაღალი რისკის მქონე პაციენტებში სტატინები ძალიან ეფექტურია.

სპეციალისტების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ სტატინები უნდა დაენიშნოს მხოლოდ მათ, ვისაც მაღალი აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. პაციენტების სპექტრის გაფართოებას სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, იმდენად რამდენადაც პრეპარატებს ბევრი გვერდითი ეფექტი გააჩნია.

ლალი ჩხიკვაძე

სტატინებით თერაპია

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ფრაზები - გული მატკინა, გული გამიტეხა, გული მომიკლა - მხოლოდ ემოციათა გამოხატულება როდია, სტრესი მართლაც
გულის სისხლძარღვთა კათეტერიზაცია, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პროცედურაა. თანამედროვე მედიცინა მას ხშირად
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებული
დიდი ხანია ცნობილია, რომ ძილის დეფიციტი გულთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თუმცა, ბოლო
ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის ექსპერტები აქვეყნებენ რჩევებს, სახელწოდებით ჯანმრთელი გულის არითმეტიკა
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად