ჩვენი გული ნორმალურ ფუნქციობას ხანგრძლივად შეძლებს და დაცული იქნება ინფარქტისაგან, თუ მივირთმევთ:
1) E ვიტამინით მდიდარ საკვებს (ხაჭოს, ყველს, ბოსტნეულს, მცენარეულ ზეთსა და პარკოსნებს) - კვირაში სამჯერ;
2) 4 ნაჭერ თევზს (44 %-ით ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს) - კვირაში ერთხელ მაინც;
3) 5 ცალი კაკლის შიგთავსს (ნიგოზს) - ყოველდღე;
4) 7 ჩაის კოვზ ჟოლოს მურაბას (განამტკიცებს გულის მკვებავ სისხლძარღვებს - კორონარებს) -
5) 8 ბანანს (გულის რიტმის ნორმალიზებისათვის) - კვირაში;
6) 14 ფორთოხალს (სტრესებისა და ვირუსებისგან გულის დასაცავად) - კვირაში;
ყოველდღე დავლევთ:
1) ერთ ჭიქა წითელი ყურძნის წვენს (ხელს უშლის კორონარების დაცობას, კვებავს მიოკარდიუმს, 75 %-ით აქვეითებს თრომბოციტების აქტივობას);
2) 2 ჭიქა რძეს;
ასევე არ დავიზარებთ დილა-საღამოს:
1) მე-6 სართულზე ფეხით ასვლას (კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ინფარქტის განვითარების რისკს 3-ჯერ ამცირებს);
2) 9 სტროფის წამღერებას (გვიცავს სტენოკარდიის შეტევისაგან);
შეგახსენებთ, რომ დასკვნები გაკეთებულია და რჩევები შემუშავებულია ამერიკელი ექსპერტების 22-წლიანი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით. საკვლევ პირებს წარმოადგენდნენ 55-დან 68 წლამდე ასაკის ემიგრანტი იაპონელები (3150 პირი) და ასევე 67 წელს გადაცილებული ამერიკელები (11 ათასამდე მკვიდრი).
თინათინ გოცაძე