კუნელი გულის დაავადებათა სამკურნალოდ
(მოკრეფილს ყვავილობის დასაწყისში), ასევე ნაყოფს
(სრულად მომწიფებულს). ყვავილი მდიდარია კოფეინითა და ეთერზეთებით. ნაყოფი შეიცავს
შაქარს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, C ვიტამინს, კაროტინსა და
ცხიმოვან მჟავებს.
კუნელის ზემოქმედებით ფართოვდება გულისა და ტვინის სისხლძარღვები,
უმჯობესდება მათი ჟანგბადით მომარაგება, ნორმალიზდება გულის რითმი, იკლებს
ქოლესტერინის შემცველობა სისხლში. კუნელი ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებადობას,
აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ძილს.
კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციური მოშლილობისას, ჰიპერტონული
დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზისა და კლიმაქსური ნევროზის დროს.
უკუჩვენებაა დაბალი არტერიული წნევა.
თინათინ გოცაძე