როგორ გავარჩიოთ გულის შეტევა ნევრალგიისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავარჩიოთ გულის შეტევა ნევრალგიისგან

არავის უნდა გამორჩეს. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება თავგზა აგვირიოს იგივე არეში აღმოცენებულმა ნეკნთაშუა ნევრალგიამ, რაც ასევე ტკივილით მიმდინარეობს.

ადამიანმა შეიძლება გულმკერდის არეში ტკივილი ნევრალგიად ჩათვალოს და არ მიმართოს ექიმს. გულის შეტევის უყურადღებოდ დატოვება კი შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს. ამიტომ საჭიროა განვასხვავოთ გულის ტკივილი სხვა ტკივილისგან.

მკვეთრი და უფრო მეტად გავრცელებული ტკივილი გულის შეტევის ნიშანია. გასათვალისწინებელია, რომ გულის კუნთის მუშაობასთან დაკავშირებულ ტკივილს გარკვეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურება აქვს. ის გადაეცემა მკერდის უკან და შეიძლება შეტევამდეც შეაწუხოს ადამიანი. მას აქვს ზეწოლის, ტალღისებური ხასიათი, ძლიერდება დატვირთვისას. მოსვენების მდგომარეობაში და ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ, პერიოდულად შეიძლება შესუსტდეს.

პერიოდულად აღმოცენებული ტკივილებისას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ კარდიოლოგს. ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ ტკივილი აღინიშნება ღრმა ჩასუნთვისას ან სხეულის მდგომარეობის ცვლილებისას, თუმცა გულისთვის ამგვარი ჩივილები ნაკლებადაა დამახასიათებელი.

თუ ტკივილი არ გადის 20-30 წუთის განმავლობაში და პირიქით ძლიერდება და არ იკლებს პრეპარატების მიღების შემდეგ, ეს შეიძლება მიუთითებდეს მიოკარდიუმის ინფარქტზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, რადგანაც რაც უფრო ადრე ჩატარდება შესაბამისი მანიპულაციები, მით მეტია განკურნების შანსი.

გულის ტკივილსა და ნეკნთაშუა ნევრალგიის გარჩევაში დამატებითი სიმპტომებიც დაგვეხმარება. მაგალითად, გულის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობა. საგანგაშო სიგნალია ასევე ქოშინი, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაში არ გადის. თუ ქოშინი ტკივილის ფონზე მოსვენების მდგომარეობაშიც აღინიშნება და მატულობს, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

ლალი ჩხიკვაძე