ენერგეტიკული სასმელები ინსულტის განვითარების რისკს 5-ჯერ ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენერგეტიკული სასმელები ინსულტის განვითარების რისკს 5-ჯერ ზრდის

შედეგებს, რომლითაც დასტურდება, რომ ორგანიზმზე ენერგეტიკული სასმელების მავნე გავლენით ინსულტის განვითარების რისკი 5-ჯერ იზრდება. დღეში ერთი ულუფა (ქილა) სასმელის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა (არითმია).

მეცნიერებს საინტერესო კვლევისკენ ბრიტანელი მარკ ჰორსმანის ისტორიამ უბიძგა. ოჯახური ცხოვრების მძიმე სამუშაოსთან კომბინირებამ მშენებლობის წარმმართველ 52 წლის მამაკაცს აიძულა სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 8 ფინჯანი ყავა და სამი ქილა ენერგეტიკული სასმელი დაელია. ერთ მშვენიერ Dდღეს ორი ქილის ზედიზედ დალევის შემდეგ მარკმა გულის არეში ძლიერი დარტყმა შეიგრძნო - "გული თავიდან თითქოს ძალიან სწრაფად იკუმშებოდა, შემდეგ გაყუჩდა, ამის მერე კი თითქოს გასკდომას ლამობდა" - ასე აღწერს 52 წლის პაციენტი თავის მდგომარეობას. კლინიკაში გაირკვა, რომ არითმიის მიზეზი მამაკაცის კოფეინისადმი და ენერგეტიკული სასმელებისადმი მიდრეკილებაა.

ის ერთადერთი არ გახლავთ, ვისი ორგანიზმიც ასე მგრძნობიარეა კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებზე - ამ უკანასკნელთ მეცნიერები "ნელ მკვლელებს" უწოდებენ. ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელის დალევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გულის ანომალური რიტმი, არითმია, რომელიც 5-ჯერ ზრდის ინსულტის განვითარების რიკს.

გულის ბრიტანული ფონდის ბოლო მონაცემებით, 2017-2018 წლებში წინაგულების ფიბრილაციის დიაგნოზის მქონე ბრიტანელების რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა. სულ დიაგნოსტირდა 1 324 067 შემთხვევა, რაც 60 000-ით მეტია წინა წლების მაჩვენებელთან.

"მდგომარეობა იმითაც არის საშიში, რომ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ხშირად არ ახლავს. გული შესაძლოა სრულიად ჯანმრთელი გქონდეთ, მაგრამ ენერგეტიკულმა სასმელებმა გამოიწვიოს არითმიის განვითარება. იგივე ეფექტი აქვს დღეში 6-7 ფინჯანი ყავის დალევას, თუმცა, ენერგეტიკულ სასმელებს მავნებლობის უფრო მაღალი რისკი აქვთ" - აღნიშნავს "არითმიის ალიანსის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ტრუდი ლობანი.

კოფეინის ჭარბად მოხმარება ზრდის გულის უჯრედებში გამოთავისუფლებული კალციუმის რაოდენობას, არღვევს მის რიტმს. რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ ახალგაზრდა ადამიანი ენერგეტიკულ სასმელთან ერთად ალკოჰოლსაც სვამს და ეწევა.

საზოგადოდ, კოფეინის ზომიერად მოხმარება არ ვნებს ჯანმრთელობას, თუმცა, ზოგი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა კოფეინისადმი. თუ ენერგეტიკული სასმელის ან ყავის დალევისას გულის არეში დისკომფორტს შეიგრძნობთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ მიღებული კოფეინის დოზა თქვენთვის დიდია და საერთოდაც, ერიდეთ ამ სასმელების დალევას, სხვა ჯანსაღი სასმელები მიირთვით - გვირჩევენ მეცნიერები!

თინათინ გოცაძე