კარდიოლოგია

ამერიკელმა სპეციალისტებმა არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს წნევა

ამერიკელმა სპეციალისტებმა არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს წნევა
ცოტა ხნის წინ ამერიკის კარდიოლოგიის ასოციაციამ არტერიული წნევის ნორმები შეცვალა. ადრე კრიტიკულად 140/90-ზე და უფრო მაღალი წნევა ითვლებოდა, ხოლო ნაკლები მაჩვენებელი საფრთხედ არ მიიჩნეოდა და მედიკამენტებიც არ ინიშნებოდა. ახლა აშშ-ში ნორმალურ არტერიულ წნევად 120/80-ზე ითვლება. ამ ნიშნულზე მაღლა უკვე მაღალ წნევად მიიჩნევა.


აი, არტერიული წნევის ახალი ნორმის დეტალური გაშიფვრა:

ნორმალური: 120/80 და უფრო ქვემოთ;

გაზრდილი: სისტოლური 120-დან 129-მდე და დიასტოლური 80-ზე მაღალი;

ჰიპერტონია (პირველი სტადია): სისტოლური 130-დან 139-მდე და დიასტოლური 80-დან 89-მდე;

ჰიპერტონია (მეორე სტადია): სისტოლური 140 და უფრო მაღალი, დიასტოლური
90-ზე მაღალი;

ჰიპერტონული კრიზისი: სისტოლური 180-ზე მაღალი და დიასტოლური 120-ზე მაღალი;


ასეთი ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ინფარქტის და ინსულტის, რომლებიც სიკვდილის ყველაზე მთავარ მიზეზებს წარმოადგენენ, შემთხვევის შესამცირებლად არის მიღებული.


130/80 წნევის მატარებელ ადამიანებს ექიმები ურჩევენ:

დაუყონებლივ მკურნალ ექიმს მიმართონ;

წნევა მუდმივად აკონტროლონ;

ცხოვრების წესი შეცვალონ;

მავნე
ჩვევებზე უარი თქვან;

მარილის ჭარბი მოხმარება შეწყვიტონ;

წონაში დაიკლონ;

წაიკითხეთ ვრცლად



რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
22-07-2019
წითელ ღვინოში არსებული მოლეკულები ახალი წამლის საფუძველი გახდება. საუბარია არტერიული წნევის დამაქვეთებელი
14-06-2019
• ახალშობილისთვის 80/50 • 1 წლის ბავშვისთვის: ბიჭები — 96/66,
05-04-2019