რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, გულის შეტევა რომ არ გამოგვეპაროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, გულის შეტევა რომ არ გამოგვეპაროს

პაციენტებს არ აქვთ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე გაცნობიერებული. ეს ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებს ეხებათ. ისინი, უხშირესად გულის არეში ტკივილს აიგნორებენ, რასაც ზოგჯერ ლეტალური შედეგი მოსდევს.

გულის შეტევის ძირითადი სიმპტომებიდან ტკივილის გარდა აღსანიშნავია გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, გახშირებული და შესუსტებული პულსი, ასევე არითმია და სისუსტის შეგრძნება, რომელიც ზოგ შეთხვევაში განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული.

არსებობს დაავადებები, რომლებიც იმავე სიმპტომებით ხასიათდება და დამატებითი დიაგნოსტიკის გარეშე ვერ დიფერენცირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებისაგან. ესენია: დიაფრაგმის თიაქრის გამწვავება, ნეკნთაშუა ნევრალგია, ხერხემლის გულ-მკერდის ნაწილის ოსტეოქონდროზი, ასევე, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, წყლულოვანი პათოლოგია.

ახალგაზრდა ქალებთან ინფარქტს თავისებური სპეციფიკა აქვს. ტკივილი ხშირად ატიპური ლოკალიზაციისაა. ლოკალიზდება ყელის და ზურგის არეში, მოიცავს ქვედა ყბას, მუცლის ზედა ნაწილს. გულის შეტევა ახალგაზრდა ქალებთან ზოგჯერ შეგრძნებით გულძმარვას წააგავს, მას წინ უძღვის გულისრევა და სისუსტე.

ასე რომ, შესაბამის სიმპტომთა გამოვლენისას აუცილებელია ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, სათანადო გამოკვლევების ჩატარება და დიაგნოზის დაზუსტება!

თინათინ გოცაძე