რა ღირს ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ღირს ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობა

ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე: დაავადების სტადიაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, თანდართული დაავადებებისა და გართულებების მკურნალობის საჭიროებაზე და ა.შ.

როგორც ცნობილია, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე ჯგუფის სამკურნალო საშუალებები:

  • შარდმდენი საშუალებები ანუ დიურეტიკები - ქიმიური შემადგენლობით არაერთგვაროვანი ჯგუფის წამლებია, რომლებიც ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით წყლისა და მინერალური ნივთიერებების (ძირითადად ნატრიუმის იონების) გამოყოფის დროებით გაძლიერებას იწვევს. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შარდმდენების დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია. მათი ფასიც სხვადასხვაა და 0,93ლ-დან 25.00 ლარამდე მერყეობს.
  • ბეტა-ბლოკერები ამცირებს გულისცემის სიხშირეს, აქვეითებს არტერიულ წნევას და ამდენად, იცავს გულს ადრენალინისა და ნორადრენალინის ხანგრძლივი მოქმედებისაგან. ამ ჯგუფის პრეპარატების ფასები დაახლოებით 2,8ლ-დან 8,5ლ-მდეა.
  • კალციუმის არხების ბლოკერები - ეს პრეპარატები აფერხებენ უჯრედებში კალციუმის შეღწევას. ამ დროს ფართოვდება კორონარული სისხლძარღვები, უმჯობესდება მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგება და მისგან ცვლითი პროდუქტების გამოყოფა. ამ ჯგუფის პრეპარატების ღირებულება 5-დან 12 ლარამდეა.
  • აგფ-ინჰიბიტორები - ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები სამკურნალო საშუალებების ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ. მათი მაღალი ეფექტურობა განაპირობებს ბაზარზე წარმოდგენილ სავაჭრო დასახელებათა დიდ რაოდენობას. ამ ჯგუფის პრეპარატების ფასები 3,2 ლარიდან 13,5 ლარამდეა.
  • ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები - სარტანები - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პათოგენეზის ღრმა შესწავლის შედეგად გამოჩნდა ამ პერსპექტიული სამკურნალო საშუალებების ჯგუფი, რომელიც კარდიოლოგიაში მყარ პოზიციას იკავებს. ამ ჯგუფის რამდენიმე დასახელების პრეპარატია ჩვენს სააფთიაქო ქსელში და მათი ფასი 10,5 ლარიდან 37,3 ლარამდე ვარირებს.

ჰიპერტონიული დაავადებით დასნებოვნებული პაციენტების უმრავლესობას, არტერიული წნევის უსაფრთხო ციფრებამდე დასაწევად, ესაჭიროება 2-3 სახეობის აბის ერთდროულად მიღება ანუ კომბინირებული თერაპია. ჰიპერტონიის სამკურნალო კომბინირებული წამლების ერთი აბი შეიცავს 2-3 მოქმედ ნივთიერებას.

ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალო კომბინირებული პრეპარატების ღირებულება 5,6 ლარიდან 60 ლარამდეა.

ხანდაზმული პაციენტების მედიკამენტური მკურნალობის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგანაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა თერაპიის პერსონალური კურსი და ღირებულებაც შესაბამისად განისაზღვრება.