არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები

თუ აღნიშნული მაჩვენებლები ნორმალურია, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვებში სისხლის ცირკულაცია სწორად (ნორმალურად) მიმდინარეობს, ორგანოები სრულფასოვნად მარაგდება სისხლით და ცხოველმყოფელობისა და ფუნქციობისათვის საჭირო ელემენტებს იღებს. არტერიული წნევის მომატება, თანაც - პერმანენტული, მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

არტერიული ჰიპერტენზია სხვადასხვა გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

ტიპური გართულებები

როგორც ნებისმიერი პათოლოგია, ჰიპერტონიული დაავადებაც იწვევს გართულებებს, უპირველესად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. თუმცა ადამიანის თვითშეგრძნება უმალ არ უარესდება, პათოლოგია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფარულად, ასე ვთქვათ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პირველი მნიშვნელოვანი სიმპტომები მაშინ ვლინდება, როდესაც დაავადება მეორე სტადიაზე გადადის. ეს სიმპტომებია:

  • ხანგრძლივი და ძლიერი თავის ტკივილი გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით;
  • ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
  • ნერვული სისტემის მგრძნობელობის გამძაფრება;
  • უძილობა, რის გამოც ადამიანს მუდმივად გამოუძინებლობა და დილიდანვე “გატეხილობა” აწუხებს;
  • დისკომფორტი გულმკერდის არეში (შესაძლოა გულის ტკივილიც);
  • არითმიის შეტევები (არცთუ იშვიათი);
  • თავის ტვინის კოგნიტური ფუნქციების (მეხსიერება, აზროვნება, აღქმა, ყურადღება, მეტყველება) დარღვევა;
  • მხედველობის ორგანოს ფუნქციობის გაუარესება;
  • თავბრუხვევა, თვალების წინ შავი წერტილების არსებობა;
  • შუილი ყურებში.

დაავადების მეორე სტადიაზე (რომელიც ხასიათდება 160/100-179/110 მაჩვენებლებით) იწყება შინაგან ორგანოებში გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ამა თუ იმ პათოლოგიის საფუძველი ხდება. ცვლილებათა პროგრესირების კვალად ვითარდება მძიმე გართულებები.

გართულებები თავის ტვინის მხრივ

არტერიული ჰიპერტენზია იწვევს ისეთ გართულებებს, რომლებიც მწვავე განვითარებით ხასიათდება:

  • იშემიური ინსულტი;
  • თავის ტვინის შეშუპება;
  • სისხლჩაქცევა (ჰემორაგიული ინსულტი);

ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიებიდან აღსანიშნავია:

  • თავის ტვინის ქრონიკული იშემიური დაავადება;
  • ენცეფალოპათია;
  • ანევრიზმა.

თავის ტვინის იშემიური დაზიანება

ეს მდგომარეობა ვითარდება იმის გამო, რომ მაღალი არტერიული წნევის ფონზე თავის ტვინი სათანადოდ ვეღარ მარაგდება სისხლით და ტვინის ქსოვილები ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს. მაღალი არტერიული წნევა განაპირობებს სისხლძარღვთა სპაზმს, ვენური სისხლის დინების შეფერხებას. თავის ტვინის დაზიანების ნიშნები ჟანგბადოვანი შიმშილის ადრეულ ეტაპზევე ჩნდება და დაავადების განვითარების კვალად სულ უფრო პროგრესირებს. ეს ნიშნებია:

  • მუდმივი თავის ტკივილი;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ხშირი თავბრუხვევა;
  • მგრძნობელობის დაკარგვა;
  • გონების დაკარგვა;
  • მეხსიერებისა და სხვა კოგნიტურ ფუნქციათა დარღვევები;
  • ფსიქიკური გადახრები;
  • ემოციური არამდგრადობა;
  • სწრაფად დაღლა;
  • მოუსვენარი, წყვეტილი ძილი;
  • სიარულის დარღვევა;
  • სივრცეში ორიენტაციის დარღვევა;
  • შარდის უნებლიე გამოყოფა.

თუ არტერიული ჰიპერტენზია გართულების სახით იწვევს ჰიპოქსიის უეცარ და გახანგრძლივებულ შეტევას, ვითარდება იშემიური ინსულტი, ტვინის ქსოვილის დარბილება-კვდომა. შედეგად მიიღება ინვალიდობა ან ლეტალური დასასრული.

სისხლჩაქცევა და ტვინის შეშუპება

ჰემორაგიული ინსულტი - სისხლძარღვის გახეთქვა-გასკდომაა, რომელსაც თან ახლავს მიმდებარე ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა (ჩაღვრა). თავის ტვინის სისხლით გაჟღენთილი უბნები მალე კვდება. ვითარდება დამბლა, ირღვევა გონებრივი უნარ-შესაძლებლობები, შეიძლება განვითარდეს სიკვდილი.

შეშუპება ვითარდება მაშინ, როდესაც მიკროსისხლძარღვების მთლიანობა ირღვევა. შედეგად სისხლის თხევადი ნაწილი ქსოვილებში ჟონავს, გროვდება და აწვება ტვინის სტრუქტურებს, მათ მიჭყლეტას და დეფორმაციას იწვევს. თავის ტვინის შეშუპება ხშირად წინ უსწრებს ინსულტს და მსგავსი სიმპტომატიკით ვლინდება. ეს სიმპტომებია:

  • აგზნებისა და მოდუნებულობის ეპიზოდების მონაცვლეობა;
  • კრუნჩხვა;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • ქალასშიდა წნევის მომატება;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • სუნთქვის დარღვევა;
  • კომა (უგონო მდგომარეობა).

ენცეფალოპათია

ეს არის ტვინის უჯრედების დისტროფიული ხასიათის ცვლილებები, რომლებიც თავის ცალკეული სტრუქტურებისა და უბნების ფუნქციას არღვევს. მიზეზი ქრონიკული ჰიპოქსია, ლოკალური შეშუპება და მიკროინსულტებია. დაავადება თანდათანობით ვითარდება და ადრეულ სტადიებზე ექვემდებარება მკურნალობას. შორსწასული (მიშვებული) ფორმა იწვევს დემენციას და ლეტალურ გამოსავალს.

გართულებები მხედველობის ორგანოს მხრივმწვავე გართულებები

  • მრავლობითი სისხლჩაქცევები;
  • მხედველობის ნერვის დისკოს დაზიანება;
  • ბადურას აშრევება;
  • უეცარი სიბრმავე.

ხანგრძლივი განვითარების გართულებები

  • კაპილარების გახეთქვა;
  • ანგიოსკლეროზი (სისხლძარღვთა შევიწროება);
  • ექსუდატი (სითხის დაგროვება წვრილი სისხლძარღვების კედლიდან გაჟონვის შედეგად, როგორც ანთებით პროცესზე ორგანიზმის რეაქცია);
  • მხედველობის თანდათანობით დაქვეითება.

არტერიული წნევის მყარად მომატება იწვევს თვალის ფსკერის სისხლძარღვთა დეფორმაციას (მათი კედლის პათოლოგიურ გამკვრივებასა და შევიწროებას). სისხლის მიმოქცევის მოშლა იწვევს სისხლჩაქცევებს ბადურაში, ამ უკანასკნელის აშრევებას, მხედველობის ნერვის კვდომას. ყველაზე საშიში გართულება მხედველობის დაკარგვაა.

არტერიული ჰიპერტენზიის გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზემწვავე პათოლოგიები

  • გულის კუნთის ნეკროზი (მიოკარდიუმის ინფარქტი);
  • მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ფილტვების შეშუპებითა და კარდიული ასთმით.

ქრონიკული პათოლოგიები

  • იშემიური დაავადება სტენოკარდიის შეტევებით;
  • აორტის ანევრიზმის განშრევება;
  • მარცხენა პარკუჭის გადიდება.

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზით განვითარებული ყველაზე ხშირი პათოლოგიაა. მომატებული დატვირთვა გულზე აიძულებს გულის დასახელებულ ნაწილს (მარცხენა პარკუჭს) გაძლიერებულად შეკუმშვას, რის გამოც გულის კუნთი დროთა განმავლობაში მსხვილდება (ჰიპერტროფირდება), იზრდება მისი მოთხოვნილება სისხლსა და ჟანგბადზე, შედეგად კი გულის უკმარისობა ვითარდება. ეს უკანასკნელი ხასიათდება როგორც გულის “დაღლა”, ანუ ისეთი ვითარება, რომლის დროსაც ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით მომარაგება სათანადოდ ვეღარ ხდება. ეს განაპირობებს შეშუპებას და შეგუბებით მოვლენებს საზოგადოდ, ასევე თირკმლის ფუნქციურ დარღვევებს. დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • კიდურების შეშუპება;
  • ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • გულისრევის შეტევები;
  • შარდვის გახშირება.

ჰიპერტონიული კრიზი

კრიზს უწოდებენ არტერიული წნევის უეცრად მომატებას, ტონომეტრის მაჩვენებელთა იმ ნიშნულამდე გაზრდას, რომელიც კონკრეტული ადამიანისათვის კრიტიკულია. ამგვარად, კრიზი დაბალი წნევის მატარებელი ადამიანისათვის (ჰიპოტონიკისათვის) შესაძლოა 130/85 ნიშნულზეც კი განვითარდეს, თუ მას, მაგალითად, მთელი ცხოვრება აქვს 90/60 წნევა.

ჰიპერტონიული კრიზი რამდენიმე საათში ან წუთში ვითარდება. ამ დროს არტერიული წნევა უეცრად და მკვეთრად იწევს მაღლა. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება გახდეს: უეცარი სტრესი, ჰიპოტენზიური პრეპარატების მკვეთრად შეწყვეტა, ჰორმონული დისბალანსი, ალკოჰოლის დიდი დოზა და სხვა.

ჰიპერტონიული კრიზი საშიშია გართულებათა სწრაფად განვითარების გამო (შესაძლოა ნაადრევი სიკვდილიც კი გამოიწვიოს). გამოხატული სიმპტომები, ჩვეულებრივ, ასახავს იმ ორგანოს დაზიანებას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა:

  • გულისცემის აჩქარება და ტკივილი გულის არეში;
  • ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;
  • მხედველობის გაუარესება;
  • არითმია;
  • აუტანელი თავის ტკივილი;
  • ღებინება და თავბრუხვევა;
  • ორიენტაციის დარღვევა;
  • კუნთების სისუსტე;
  • კრუნჩხვა;
  • ძლიერი განგაშის შეგრძნება.

ყველა ამ მდგომარეობის დროს აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება.