რატომ უნდა ვაკონტროლოთ არტერიული წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა ვაკონტროლოთ არტერიული წნევა

ის ხშირად ხდება მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის განვითარების მიზეზი. თუმცა ცხოვრების წესის შეცვლა, მავნე ჩვევების მოშლა, სათანადო მედიკამენტების მიღება არტერიული წნევის ნორმალიზებისა და საზოგადოდ, ჰიპერტენზიის მართვის საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აქვეითებს ცალკეულ გართულებათა რიცხვს.

რატომ არის მნიშვნელოვანი არტერიული წნევის კონტროლი, როგორ ავიცილოთ არტერიული ჰიპერტენზიის მოსალოდნელი გართულებები, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) თერაპევტი, მაია კოკაია:

- ქალბატონო მაია, რატომ არის აუცილებელი არტერიული წნევის კონტროლი?

- არტერიული ჰიპერტენზია არის არტერიული წნევის მატება არტერიულ ქსელში. ნორმის დროს არტერიული წნევა უნდა იყოს <120/80 მმ/Hგ, ხოლო არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება სისტოლური წნევა 140 მმ/Hგ და მეტი ან დიასტოლური წნევა 90 მმ/Hგ და მეტი.

არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევათა უმეტესობაში (90-95%-ზე მეტი) ვერ ვლინდება ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი და მას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება. როდესაც არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება სპეციფიკური გამომწვევი მიზეზებით, მას მეორეულ, ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიას უწოდებენ.

- რა განაპირობებს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას?

- არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკფაქტორებია:

  • ასაკი და მემკვიდრეობითი მიდრეკილება/გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ალკოჰოლის, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება;
  • არასწორი კვება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
  • სტრესი და ფსიქიკური გადაძაბვა;
  • თირკმლის ან/და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება;
  • ჰორმონული დარღვევა;
  • გულის თანდაყოლილი დაავადებები.

უხშირესად გაურთულებელი ჰიპერტენზია მიმდინარეობს ასიმპტომურად და შეიძლება გამოვლინდეს შემთხვევით, არტერიული წნევის გაზომვის დროს, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ახლდეს ჰიპერტენზიის სიმპტომები:

  • თავის ტკივილი;
  • თავბრუხვევა;
  • ყურებში შუილი;
  • კეფის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე.

მსგავსი სიმპტომების დროს საჭიროა წნევის კონტროლი, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია. არტერიული წნევის მაღალი ციფრების დაფიქსირებისას ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს შემდგომი კვლევებისა და დიაგნოზისათვის, საჭიროების შემთხვევაში კი - მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად.

არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • არტერიული წნევის გაზომვა;
  • არტერიული წნევის დღეღამური მონიტორინგი;
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტი არტერიული წნევის კონტროლით;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • თვალის ფსკერის გამოკვლევა.

აღნიშნული კვლევებით გამოვლენილი ცვლილებების მიხედვით შესაძლებელია ჰიპერტენზიის ხარისხისა და სიმძიმის განსაზღვრა.

- ფაქტია, რომ ზოგი არ აქცევს ყურადღებას არტერიული ჰიპერტენზიისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს, თავის ტკივილი იქნება ეს, ყურებში შუილი თუ სხვა. დღეობით არ იზომავს წნევას და რეალურად არტერიული ჰიპერტენზიის მსხვერპლი ხდება. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მუდმივად მაღალი არტერიული წნევით ყოფნას?

- ჰიპერტენზიით დაავადებულთა დაახლოებით 1/3 არ არის ინფორმირებული საკუთარი მდგომარეობის შესახებ და ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ კარდიო-ვასკულურ რისკებს. მაშინ, როდესაც სწორედ არტერიული ჰიპერტენზიაა გულის, თავის ტვინისა და თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრესი რისკფაქტორი ორივე სქესის, სხვადასხვა ასაკისა და რასობრივი ჯგუფისთვის. უფრო მეტიც, არტერიული წნევის არაეფექტური კონტროლისა და მკურნალობის გამო განვითარებული თავის ტვინის ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი ადრეული სიკვდილის უხშირესი მიზეზია. არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის, დიაბეტური ტერფის, დიაბეტური რეტინოპათიისა და სხვა გართულებათა უხშირესი მიზეზიც.

ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი რამ არის, რისი გაკეთებაც ადამიანს თავისთვის შეუძლია.

- რა უნდა გაითვალისწინონ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებმა გართულებათა პრევენციისათვის?

- არტერიული ჰიპერტენზიის გართულებების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება - არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის კონტროლი, დანიშნული მედიკამენტების დროულად და უწყვეტად მიღება.

გახსოვდეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი - სწორი კვება, მავნე ჩვევების მოშლა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა (მინ. 30 წუთი დღეში), არტერიული წნევის კონტროლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.