ზოგადად კი, მიზეზის დასადგენად თანმიმდევრული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. პირველადი გამოკვლევის მიზნით უნდა მიმართოთ კარდიოლოგს. თუმცა, შესაძლოა თქვენი ჩივილების მიზეზი საყლაპავის დაავადებით იყოს გამოწვეული. საყლაპავი მილის სხვადასხვა პათოლოგია ხშირად იწვევს ასეთ სიმპტომებს, მით უმეტეს, როცა ჩივილები საკვების მიღებასთან არის დაკავშირებული.
გამოსარიცხია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, ასევე უნდა გამოირიცხოს სანაღვლე გზების დისკინეზია.