კარდიოლოგია

მეცნიერების 23-წლიანი დაკვირვების შედეგი - რომელი პროდუქტები აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს

მეცნიერების 23-წლიანი დაკვირვების შედეგი - რომელი პროდუქტები აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი პეშვი მოცვის ყოველდღიური მიღებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარების რისკი მცირდება. ამის თქმის საფუძველს მათ 53 000 ადამიანის მონაცემთა ანალიზი აძლევს. ისინი ავსებდნენ კვებით ქცევასთან დაკავშირებულ კითხვარს. მოხალისეები ყვებოდნენ რომელ პროდუქტს რა სიხშირით იღებდნენ. დაკვირვება გრძელდებოდა 23 წელი. კვლევის დასასრულ მეცნიერებმა გულის მდგომარეობა შეაფასეს.

მოხალისეებს, რომლებიც დღეში 500 მგრ ფლავონოიდებს იღებდნენ, გულის იშემიური და პერიფერიული არტერიების დაავადების, ინსულტის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად დაქვეითებული ჰქონდათ. ფლავონოიდებს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო თვისება და ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს. მეცნიერები
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადამიანს რაც მეტი მავნე ჩვევა აქვს, მით მეტი ფლავონოიდი ესაჭიროება.

ფლავონოიდების სახელწოდება ლათინური სიტყვა “ყვითელი”-სგან მომდინარეობს. ფლავონოიდები ფენოლური შენაერთების სახესხვაობაა. ისინი, ძირითადად, ფოთლებში, ყვავილებსა და ნაყოფში კონცენტრირდება.

ფლავონოიდები (მცენარეთა პიგმენტები) ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არა მარტო მცენარეთა მეტაბოლიზმში, არამედ
დიდი გავლენა აქვთ ფერმენტების აქტივობაზე ადამიანის სხეულშიც. ბიოფლავონოიდი, იგივე ვიტამინი P, მიეკუთვნება დიდ, ძლიერ ფიტოქიმიურ კლასს. გარდა იმისა, რომ თავად ბიოფლავონოიდი გამოირჩევა უამრავი სასარგებლო თვისებით, ის ასევე ეხმარება ორგანიზმს C ვიტამინის შეწოვასა და დაგროვებაში, მასთან ერთად ამცირებს კაპილარების გამრავლებას. ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვას.

ბიოფლავონოიდი ყველა C ვიტამინით მდიდარ თითქმის პროდუქტშია. ბიოფლავონოდით მდიდარი საკვები გამოირჩევა ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტისიმსივნური თვისებებით.

ლალი ჩხიკვაძე

გულისთვის სასარგებლო საკვები

კვება გულის დაავადებების დროს


ბავშვის კვების რაციონი გულის კუნთის დაავადებების დროს
რეკომენდებული პროდუქტები
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მსგავსი სიახლეები
ფრაზები - გული მატკინა, გული გამიტეხა, გული მომიკლა - მხოლოდ ემოციათა გამოხატულება როდია, სტრესი მართლაც
13-08-2019
გულის სისხლძარღვთა კათეტერიზაცია, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პროცედურაა. თანამედროვე მედიცინა მას ხშირად
12-08-2019
ჯანსაღი კვების სპეციალისტები ამ დარგის ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად მიიჩნევენ, რომ 40 წლის შემდეგ ორგანიზმში
12-08-2019