კარდიოლოგები დაბეჯითებით გვირჩევენ რაციონში ზეითუნის ზეთის ჩართვას
კერძოდ, გულსისხლძრღვთა სისტემის დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკური საშულაებაა ზეითუნის ზეთი.
ცნობილია, რომ ინფარქტის და ინსულტის რისკი შეიძლება დააქვეითოს აპოლიპოპროტეინმა A-IV (ApoA-IV). იგი სისხლის პლაზმის ცილაა, რომლის კონცენტრაციაც საკვების მიღების შემდეგ იზრდება. ანალიზმა აჩვენა, რომ ApoA-IV ბლოკავს მემბრანის ცილა IIb/IIIa და თრგუნავს თრომბოციტების აქტივობას, რომელთაც სისხლძარღვის დახშობა შეიძლება გამოიწვიონ.
ნორმაში სისხლის ეს ელემენტები სისხლდენის შეჩერებაზე არიან პასუხისმგებლები. უჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები ამსუბუქებს სისხლის სისხლძარღვში გავლას.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დილის საათებში შეიძლება აღინიშნოს სისხლის მიმოქცევის გაუარესება. სისხლი უფრო ბლანტია, ვიდრე დღის მეორე ნახევარში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თრომბების წარმოქმნა.
ლალი ჩხიკვაძე