ევროპელმა კარდიოლოგებმა არტერიული წნევის ნორმებს გადახედეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

ევროპელმა კარდიოლოგებმა არტერიული წნევის ნორმებს გადახედეს

ევროპელმა კარდიოლოგებმა არტერიული წნევის ნორმებს გადახედეს
ევროპის კარდიოლოგიურმა საზოგადოებამ (ESC) და ჰიპერტონიის მკურნალობის ევროპის საზოგადოებამ (ESH) მიუნხენის ESC ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინეს ერთობლივი განახლებული რეკომენდაციები.
წინა წლების რეკომენდაციებთან შედარებით, არტერიული ჰიპერტენზიის თერაპიის ახალ სახელმძღვანელოში რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოჩნდა. თუ ადრე დაავადების მკურნალობის მიზანი იყო არტერიული წნევის დაქვეითება 140/90 მმვწყ/სვ, ახლა ნორმის ზედა ზღვარი განისაზღვრა 130/80მმვწყ/სვ.

ამასთან, როგორც სახელმძღვანელოშია მითითებული, სასურველია, რომ 65 წელზე უფრო დაბალი ასაკის პაციენტების სისტოლური წნევის მაჩვენებელი იყოს 120–129 მმ.ვწყ.სვ. საზღვრებში. რაც შეეხება ხანდაზმულ პაციენტებს (65 წელზე მეტი ასაკის), თუ ადრე მათთვის ნორმად ითვლებოდა სისტოლური
წნევის მაჩვენებელი 140–150 მმ.ვწყ.სვ საზღვრებში, ახლა ექიმების ამოცანაა ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 130–139 მმვწყ.სვ. საზღვრებში. ასეთივე მაჩვენებლებია რეკომენდებული 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ჰიპერტონიის მკურნალობის კარგად გადატანის პირობებში.

გარდა ამისა, ჰიპერტონიის მკურნალობის შედეგად, დიასტოლური წნევის მაჩვენებელი ყველა ჯგუფის პაციენტებში მიუხედავად რისკის ხარისხისა და თანმხლები დაავადებებისა, უნდა დაქვეითდეს
არა 90-მდე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული, არამედ 80 მმვწყ.სვ-მდე და უფრო დაბლა.


ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
არტერიული წნევის მაჩვენებლები ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
05-07-2018
არტერიული ჰიპერტენზია მოზრდილთა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა.
05-07-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
5 "ოქროს პროდუქტი" მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად -
ათეული წლის წინ გულის დაავადებები მოხუც ხალხთან ასოცირდებოდა, ის „მოხუცი მამაკაცების დაავადება“ იყო.
უკონტროლოდ დრჩენილი არტერიული წნევა გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის.
ჰარვარდის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უეცრად აღმოცენებული პანიკური შეტევისათვის დამახასიათებელი პანიკური შფოთვა,
სტატინები ასე სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის დასაქვეითებელ მედიკამენტებს უწოდებენ.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად