ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი

ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი
განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ქალთა სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ითვლება.
აშშ-ში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ქალი იღუპება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, რომელთაგანაც გულის იშემიური დაავადება სიკვდილის ძირითადი მიზეზია. მიოკარდიუმის ინფარქტით 3-ჯერ მეტი ქალი იღუპება.

გულის იშემიური დაავადება ქალებთან, მამაკაცებთან შედარებით, 10 წლით გვიან ვითარდება. თუმცა რისკფაქტორების არსებობისა და მათი ერთობლივი მოქმედებისას შესაძლებელია გულის იშემიური დაავადების გამოვლინება ახალგაზრდა და საშუალო ასაკშიც.

ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალების გიდ-ის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს. სწორედ არსებული მოსაზრება, რომ გიდ მამაკაცთა დაავადებაა და ქალებს ის ხანდაზმულობისას უვითარდებათ, იწვევს
ცდომილებას დიაგნოსტიკისას, დაგვიანებულ მკურნალობასა და პროგნოზის გაუარესებას.

გულის მუშაობა დამოკიდებულია არტერიული სისხლით მოტანილი ჟანგბადით მომარაგებაზე. გულის სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროების ან არაადეკვატური მუშაობისას ვითარდება იშემია, ანუ ვეღარ კმაყოფილდება ჟანგბადზე მოთხოვნილება.

ცნობილია, რომ გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან უფრო იშვიათად ვითარდება, ვიდრე მამაკაცებთან. უკანასკნელ პერიოდში სტატისტიკის
მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება.

ქალებთან გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ხშირად მენოპაუზის დადგომის შემდეგ აღინიშნება. სწორედ ამ პერიოდში იზრდება ქოლესტერინის დონე, ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო იზრდება არტერიული წნევაც. ეს უკავშირდება ჰორმონული ფონის შეცვლასა და ორგანიზმის საზოგადო მდგომარეობას. გარდა ამისა, ქალების გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მეტაბოლური სინდრომი;
  • გენეტიკური განწყობა;
  • სიგარეტის მოხმარება;
  • სისხლის შედედების მომატება;
  • სიმსუქნე;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სტრესები;
  • უმოძრაობა;
  • ჰიპერტონია.


როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება ქალებთან?

გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან ხშირად ატიპურია. გულის არეში ტკივილის გარდა, აღინიშნება გულძმარვა, გულისრევა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. ძლიერი სტრესის, ემოციური გადაძაბვის შედეგად ქალებს ხშირად აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადების ყველაზე მრისხანე გართულება - მიოკარდიუმის ინფარქტი. მამაკაცებში ეს მძიმე დაავადება ხშირად აღენიშნებათ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.


გულის იშემიური დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა


მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კორონარული სიკვდილის რისკის შესამცირებლად სიმპტომატიკის განვითარების ადრეულ ეტაპზე აუცილებელია სრული გამოკვლევა და პათოლოგიის მიზეზის დადგენა. ამისათვის საჭიროა ეკგ, გულისა და სისხლძარღვების ულტრასონოგრაფიული კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, სხვადასხვა ტესტისა და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება, ლაბორატორიული ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში კი - კორონაროგრაფია.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ინიშნება შემდეგი ჯგუფის პრეპარატები:

  • სტატინები;
  • ბეტა-ბლოკერები;
  • ნიტრატები;
  • ანტიაგრეგანტები;
  • აგფ-ინჰიბიტორები.

გულის იშემიური დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მხოლოდ აბები საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - თამბაქოზე - მნიშვნელოვან რისკფაქტორზე - უარის თქმა.

აუცილებელია საკვები რაციონის გამდიდრება ხილითა და ბოსტნეულით, ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვა, მეტი ფიზიკური აქტივობა, ხშირი სეირნობა. დაუშვებელია გადატვირთვა, ისევე როგორც ჰიპოდინამია. აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, სტრესის დონის შემცირება.

ამგვარი მიდგომით მნიშვნელოვნად ქვეითდება ქალებთან გულის იშემიური დაავადების მძიმე შედეგების რისკი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოში, რეგიონში პირველად, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, გულის გადანერგვის ალტერნატიული ოპერაციის ჩატარება გახდება შესაძლებელი.

10-05-2018
კორონაროპლასტიკა სადღეისოდ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ
05-01-2018
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერები წლების განმავლობაში იკვლევდნენ სტრესის ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
სახელწოდება „გულის იშემიური დაავადება“ აერთიანებს იმ მდგომარეობებს, რომელთა დროსაც ნაწილობრივ ან სრულად ირღვევა გულის სისხლით მომარაგება.
მწვავე პერიკარდიტი მწვავე პერიკარდიტი არის გულის მფარავი ორშრიანი ელასტიკური გარსის – პერიკარდიუმის ანთება,
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჯგუფს წარმოადგენს გულისა და სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მდგომარეობანი, როგორებიცაა:
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია არის ფეხზე წამოდგომისას სისხლის არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება, რის გამოც თავის ტვინისკენ სისხლის მიდენა მცირდება და თავბრუხვევა ან გულის წასვლა ვითარდება.
აშშ-ში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ქალი იღუპება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, რომელთაგანაც გულის იშემიური დაავადება სიკვდილის ძირითადი მიზეზია.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად