რატომ უნდა მივიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა მივიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები

მაინც რატომ უნდა გავამდიდროთ საკვები რაციონი უჯრედისის შემცველი პროდუქტებით? რა სარგებლობა მოაქვს უჯრედისს?

წონის დაკლება

Annals of Internal Medicine-ის ბოლო კვლევებით, დღეში 30 გრამი უჯრედისის მიღება ისევე ეფექტურად ეხმარება ადამიანს წონის დაკლებაში, როგორც რთული დიეტა. უჯრედისით მდიდარი საკვები სწრაფად ანაყრებს. გარდა ამისა, უჯრედისი ურთიერთქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამავალ შაქრის მოლეკულებთან, რაც ფაქტობრივად ამცირებს მიღებული კალორიების რიცხვს.

შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების ასარიდებლად საკმარისია ყოველდღიურ რაციონში 30-40 გრამი უჯრედისის ჩართვა.

ჯანმრთელი გული

უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება გულის დაავადებათა საპროფილაქტიკო საშუალებაცაა. სპეციალისტთა აზრით - უჯრედისი შთანთქავს ორგანიზმისთვის მავნე და ჭარბ ქოლესტერინს, შესაბამისად, არტერიები აღარ იცობა ათერომული ფოლაქებით.

ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა

Annals of Oncology-ს სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ უჯრედისი 10%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფოტოქიმიურ ნივთიერებებს, რის გამოც ონკოლოგიური პათოლოგიის საპროფილაქტიკო საშუალებად გვევლინება.

დღეგრძელობა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლის მკვლევრებმა ახლახან აღმოაჩინეს უჯრედისით მდიდარ საკვებსა და დღეგრძელობას შორის კავშირი. როგორც ირკვევა, აღნიშნულ დიეტაზე მყოფნი 17%-ით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ აქცევს კვებას ყურადღებას.

შეკრულობის პროფილაქტიკა

მჯდომარე სამუშაო და უწესრიგო კვება შეკრულობის განვითარებას განაპირობებს. ეს უკანასკნელი საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ზრდის ონკოლოგიური პათოლოგიის აღმოცენების რისკს. უჯრედისი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას.

ნატურალური დეტოქსიფიკაცია

უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტოქსინების ბუნებრივად გამოდევნას. ის შეიწოვს პოტენციურად მავნე შენაერთებს, ისეთებს, როგორებიცაა ჭარბი ესტროგენი, არაჯანსაღი ცხიმები და სხვა მრავალი, ვიდრე მათ ორგანიზმი შეითვისებს.

მტკიცე ძვლები

ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ ბოჭკოებში ხსნადი ზოგიერთი ტიპის “პრებიოტიკი”, აღმოჩენილი ხორბალში, ქერში, ჭვავსა და სოიაში, ზრდის საკვებიდან კალციუმის ბიოშეღწევადობას. თუ გსურთ მტკიცე ძვლები და ჯანმრთელი კბილები გქონდეთ, რეგულარულად მიირთვით დასახელებული პროდუქტები.

თირკმელები კენჭების გარეშე

ბევრ სიკეთესთან ერთად უჯრედისი აფერხებს თირკმელებში კენჭების განვითარებას. ამ უკანასკნელთა ჩამოყალიბება-ფორმირება კი, მოგეხსენებათ, ბევრ პრობლემას უქმნის ადამიანს, მტანჯველი ტკივილის გარდა, იწვევს სერიოზულ ინფექციებს და სხვა მძიმე გართულებებს.

შაქრის დონის კონტროლი

ტკბილეული ორგანიზმს ბევრი ინსულინის გამომუშავებას აიძულებს (ასე ვთქვათ, ჭარბი გლუკოზის გადასამუშავებლად). ეს, თავის მხრივ, “პანკრეასის ქარხნის” ბეტა-უჯრედების გააქტიურებულ მუშაობას და გამოფიტვას იწვევს, რასაც საბოლოოდ სიკეთე არ მოაქვს ორგანიზმისათვის. უჯრედისი აფერხებს სისხლში შაქრის მოხვედრას, შესაბამისად, ამცირებს ინსულინზე მოთხოვნილებას და აწესრიგებს მის გამომუშავებას.