რატომ უნდა მივიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

რატომ უნდა მივიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები

რატომ უნდა მივიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები
(უჯრედისის სასარგებლო თვისებები)

ამ სტატიით შეიტყობთ იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომლებიც ვითარდება თქვენს ორგანიზმში უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებისას.
მაინც რატომ უნდა გავამდიდროთ საკვები რაციონი უჯრედისის შემცველი პროდუქტებით? რა სარგებლობა მოაქვს უჯრედისს?


წონის დაკლება

Annals of Internal Medicine-ის ბოლო კვლევებით, დღეში 30 გრამი უჯრედისის მიღება ისევე ეფექტურად ეხმარება ადამიანს წონის დაკლებაში, როგორც რთული დიეტა. უჯრედისით მდიდარი საკვები სწრაფად ანაყრებს. გარდა ამისა, უჯრედისი ურთიერთქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამავალ შაქრის მოლეკულებთან, რაც ფაქტობრივად ამცირებს მიღებული კალორიების რიცხვს.


შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის
განვითარების ასარიდებლად საკმარისია ყოველდღიურ რაციონში 30-40 გრამი უჯრედისის ჩართვა.


ჯანმრთელი გული

უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება გულის დაავადებათა საპროფილაქტიკო საშუალებაცაა. სპეციალისტთა აზრით - უჯრედისი შთანთქავს ორგანიზმისთვის მავნე და ჭარბ ქოლესტერინს, შესაბამისად, არტერიები აღარ იცობა ათერომული ფოლაქებით.


ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა


Annals of Oncology-ს სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ უჯრედისი
10%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფოტოქიმიურ ნივთიერებებს, რის გამოც ონკოლოგიური პათოლოგიის საპროფილაქტიკო საშუალებად გვევლინება.


დღეგრძელობა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკ­ოლის მკვლევრებმა ახლახან აღმოაჩინეს უჯრედისით მდიდარ საკვებსა და დღეგრძელობას შორის კავშირი. როგორც ირკვევა, აღნიშნულ დიეტაზე მყოფნი 17%-ით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ აქცევს კვებას ყურადღებას.


შეკრულობის პროფილაქტიკა

მჯდომარე სამუშაო და უწესრიგო კვება შეკრულობის განვითარებას განაპირობებს. ეს უკანასკნელი საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ზრდის ონკოლოგიური პათოლოგიის აღმოცენების რისკს. უჯრედისი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას.


ნატურალური დეტოქსიფიკაცია

უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტოქსინების ბუნებრივად გამოდევნას. ის შეიწოვს პოტენციურად მავნე შენაერთებს, ისეთებს, როგორებიცაა ჭარბი ესტროგენი, არაჯანსაღი ცხიმები და სხვა მრავალი, ვიდრე მათ ორგანიზმი შეითვისებს.


მტკიცე ძვლები

ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ ბოჭკოებში ხსნადი ზოგიერთი ტიპის “პრებიოტიკი”, აღმოჩენილი ხორბალში, ქერში, ჭვავსა და სოიაში, ზრდის საკვებიდან კალციუმის ბიოშეღწევადობას. თუ გსურთ მტკიცე ძვლები და ჯანმრთელი კბილები გქონდეთ, რეგულარულად მიირთვით დასახელებული პროდუქტები.


თირკმელები კენჭების გარეშე


ბევრ სიკეთესთან ერთად უჯრედისი აფერხებს თირკმელებში კენჭების განვითარებას. ამ უკანასკნელთა ჩამოყალიბება-ფორმირება კი, მოგეხსენებათ, ბევრ პრობლემას უქმნის ადამიანს, მტანჯველი ტკივილის გარდა, იწვევს სერიოზულ ინფექციებს და სხვა მძიმე გართულებებს.


შაქრის დონის კონტროლი

ტკბილეული ორგანიზმს ბევრი ინსულინის გამომუშავებას აიძულებს (ასე ვთქვათ, ჭარბი გლუკოზის გადასამუშავებლად). ეს, თავის მხრივ, “პანკრეასის ქარხნის” ბეტა-უჯრედების გააქტიურებულ მუშაობას და გამოფიტვას იწვევს, რასაც საბოლოოდ სიკეთე არ მოაქვს ორგანიზმისათვის. უჯრედისი აფერხებს სისხლში შაქრის მოხვედრას, შესაბამისად, ამცირებს ინსულინზე მოთხოვნილებას და აწესრიგებს მის გამომუშავებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
08-10-2019
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
16-08-2019
ჩვენ მოგვწონს იაპონელების, იტალიელებისა და ფრანგების კვების რეჟიმი, თუმცა მათაც აქვთ
31-05-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
5 "ოქროს პროდუქტი" მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად -
ათეული წლის წინ გულის დაავადებები მოხუც ხალხთან ასოცირდებოდა, ის „მოხუცი მამაკაცების დაავადება“ იყო.
უკონტროლოდ დრჩენილი არტერიული წნევა გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის.
ჰარვარდის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უეცრად აღმოცენებული პანიკური შეტევისათვის დამახასიათებელი პანიკური შფოთვა,
სტატინები ასე სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის დასაქვეითებელ მედიკამენტებს უწოდებენ.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად