კარდიოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
კარდიოლოგია
სტენტირება კრიტიკულად შევიწროებული სისხლძარღვის ლითონის კონსტრუქციით - სტენტით გაფართოებაა, რომელიც გულის მკვებავი სისხლძარღვების ნორმალური მუშაობის აღდგენას და გულის ჟანგბადით ნორმალური მომარაგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.ისტორიიდანერთგვარი კარკასის დახმარებით დაზიანებული სისხლძარღვის მონაკვეთის გაფართოების იდეა პირველად 40 წლის წინ ექიმმა ჩარლზ დოტერმა წარმოადგინა, ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა. პირველი სტენტირება 1986 წელს ჩატარდა და ექსპერიმენტულად ამ მანიპულაციის ეფექტიანობა მხოლოდ 1993 წელს დამტკიცდა.
მწვავე კორონარული სინდრომი გულის გვირგვინოვანი არტერიების უეცრად აღმოცენებული ბლოკირების - დახშობის შედეგია. გვირგვინოვანი სისხლძარღვების ანუ კორონარების დახშობა კლინიკურად არასტაბილური სტენოკარდიით ან მიოკარდიუმის ინფარქტით შეიძლება გამოვლინდეს. კონკრეტულად რომელი მდგომარეობა აღმოცენდება, დამოკიდებულია დახშობის გავრცელებასა და ლოკალიზაციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, გულის შეტევა ყოველწლიურად 1,5 მილიონ ადამიანს აქვს, მათგან 400-500 ათასი იხოცება. სიკვდილის შემთხვევათა ნახევარი კი პაციენტის საავადმყოფოში მიყვანამდე ფიქსირდება. თითქმის ყველა ამ პაციენტს გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების დაავადება აქვს, მათი ორი მესამედი კი მამაკაცია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება მიოკარდიუმის ინფარქტია. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება ადამიანის ცხოვრებას ორ ნაწილად ჰყოფს: ინფარქტამდე და მის შემდგომ პერიოდად. თუმცა მისი გადატანის შემდეგ, გარკვეული ღონისძიებების მიღების შედეგად, შესაძლებელია სრულფასოვანი, სიხარულითა და ბედნიერი შთაბეჭდილებებით მდიდარი ცხოვრების გაგრძელება. უნდა გვახსოვდეს, რომ ინფარქტის განმეორების ალბათობა არსებობს. თუმცა, გარკვეული წესების დაცვით, შესაძლებელია დაავადების განმეორების რისკის შემცირება.
საზოგადოდ, მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკაში კლინიკური და ეკგ (ელექტროკარდიოგრაფიული) მონაცემების გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რეზორბციულ-ნეკროზულ სინდრომს - მიოკარდიუმის (გულის კუნთის) არასპეციფიკურ რეაქციას, რომელიც ყალიბდება ასეპტიური ნეკროზის, ამ ნეკროზის პროდუქტთა შეწოვისა და ენდოგენური ინტოქსიკაციის შედეგად, შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტის ვერიფიკაცია ეფუძნება პლაზმაში კარდიოსპეციფიკური ფერმენტების მნიშვნელოვან მატებას. რომელი ფერმენტების დონე იმატებს ინფარქტის დროს, რატომ არის მათი განსაზღვრა მნიშვნელოვანი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კარდიორეაბილიტაციის ცენტრისა და ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-კარდიოლოგი ლია ბირკაძე:
ნაჩვენებია მე-9 გვერ 26 - დან
10 დეკემბერი 2018
წლების მატებასთან ერთად რატომ ვიმატებთ წონაში? ადამიანები ამჩნევენ, რომ კვების ჩვეული რეჟიმის
22 აპრილი 2015
მასტიტი (ძუძუს ქსოვილების ანთება) ლაქტაციის პერიოდში შესაძლოა დვრილის ნახეთქებიდან
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და