დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ
„პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ.

ხვალ, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათაო ოფისის მე-3 სართულზე, ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება ექნება რომ წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია ჩაიტაროს. ვაქცინაციის გარდა მსურველებს C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლებათ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 2017 წლის აგვისტოდან - 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა უკვე აღირიცხა, მათ შორის 86 შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული.
შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი -19,5%.

წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა
და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით.

წითელა ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა რაც კი არსებობს მსოფლიოში. ვაქცინა ძალზე უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში - 93%-ს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, გარდა უფასო კომბინირებული ვაქცინაციისა, C ჰეპატიტის მობილური მანქანა-ლაბორატორია განთავსდება პალიტრა მედიის ეზოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგიც.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად-28აბი
ფასი: 63.5
მსგავსი სიახლეები
გაზაფხულზე Facebook-მა გამოაცხადა ანტივაქცინაციის საწინააღმდეგო კომპანიის დაწყება. ახლა სოციალურმა ქსელმა
29-07-2019
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა
11-06-2019
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
11-03-2019
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 150 წლის წინ, საკვები ბაქტერიები ადამიანებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. დასნებოვნება შესაძლებელი
მოგეხსენებათ, მენინგოკოკური მენინგიტი მეტად საშიში ინფექციური დაავადებაა ლეტალური გამოსავლის მაღალი მაჩვენებლით.
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა
მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ ადამიანისთვის პოტენციურად სასიკვდილო ობის სოკოს რეზისტენტული
იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად