უნდა გაიკეთოთ თუ არა აცრა წითელაზე, როცა არ გახსოვთ, ხართ თუ არა აცრილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა გაიკეთოთ თუ არა აცრა წითელაზე, როცა არ გახსოვთ, ხართ თუ არა აცრილი

ითვლება, რომ ის ვაქცინირებული არ არის და რეკომენდაცია ეძლევა, რომ გაიკეთოს აცრა.

როგორც „მკურნალი.გე“-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკური სამმართველოს უფროსმა ლიკა ჯაბიძემ განუცხადა, პაციენტი რომც იყოს ვაქცინირებული და მეორედ მოუხდეს აცრის გაეთება, ეს მის ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის და უმჯობესია აიცრას. მისივე განმარტებით, აცრა 41 წლამდე ასაკის პირებში უნდა გაკეთდეს.

ამასთან, აცრების ეროვნული კალენდრით, წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია ითვალისწინებს ვაქცინაციის ორ დოზას - ბავშვები იცრებიან 1 და 5 წლის ასაკში. თუ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს ამ ვაქცინის ორი დოზა, მას იმუნიტეტი აქვს განვითარებული წითელას მიმართ. ანუ, თუ მოქალაქეს დოკუმენტურად აქვს დადასტურებული რომ მიღებული აქვს ვაქცინის ორი დოზა, მას დამატებით მესამე დოზის მიღება არ ესაჭიროება. მათ კი, ვისაც არ ჩაუტარებიათ ბავშვობაში აცრა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმართავს და სთხოვს, 41 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა (რადგან ეს არის ასაკი, როცა მეტია დაინფიცირების რისკი) მიმართონ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა, უფასოდ.

თამარ ნეფარიძე

დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ