სად კეთდება და რა ღირს მენინგოკოკური აცრის ჩატარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად კეთდება და რა ღირს მენინგოკოკური აცრის ჩატარება

მომხდარმა მშობლების შეშფოთება გამოიწვია. მათ აინტერესებთ, კეთდება თუ არა საქართველოში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი პრევენციისთვის. ამ საკითხზე „მკურნალი.გე“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს და ამავე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ტარდება თუ არა საქართველოში საყოველთაო მენინგოკოკური ვაქცინაცია?

- საქართველოში პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, მენინგოკოკური ვაქცინაცია საყოველთაოდ გათვალისწინებული არ არის. ვაქცინაციის რეკომენდაცია ეძლევათ ე.წ. მენინგოკოკურ სარტყელში შემავალ ქვეყნებში წამსვლელებს.

- თუ არის შესაძლებელი კერძო სექტორში მენინგოკოქცემიაზე აცრის ჩატარება, კონკრეტული ობიექტები იქნებ დაგვისახელოთ?

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კერძო სექტორი გეგმავს ვაქცინის შემოტანას წლის დასაწყისში. ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის.

- თუ უკვე დაავადდა პაციენტი, დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს და რა დრო სჭირდება დიაგნოზის დადასტურებას?

- მენინგოკოკცემია მენინგოკოკით (Neiseria Meningitidis) გამოწვეული ინფექციის გენერალიზებული ფორმაა, რომელიც ხასიათდება მწვავე სეპტიცემიის სიმპტომების გამოვლინებით, ინფექციურ-ტოქსიური შოკისა და თრომბოჰემორაგიული სინდრომის განვითარებით. ხშირად დაავადებაზე ეჭვის მიტანა ხდება კლინიკური სიმპტომებისა და დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. კლინიკაში, რა თქმა უნდა, პაციენტს უტარდება სხვადასხვა კლინიკური და სპეციფიური ლაბორატორიული კვლევები. მაგალითად, გამომწვევის აღმოჩენის მიზნით ბაქტერიოლოგიური კვლევა - სხვადასხვა კლინიკური ნიმუშებიდან, როგორიცაა სისხლი, თავ-ზურგტვინის სითხე. დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის საბოლოო შედეგი მიიღება ტესტის დაწყებიდან არა უადრეს 4 დღისა, თუმცა, კლინიცისტი არ ელოდება ამ შედეგს და განაგრძობს კლინიკური ჩვენების საფუძველზე სპეციფიურ ანტიბაქტერიულ მკურნალობას. ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგზე გავლენას ახდენს პაციენტის ნიმუშის აღებამდე ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპია. დიაგნოსტიკისთვის აგრეთვე გამოიყენება სხვასახვა სეროლოგიური და პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი.

- პრევენციისთვის რა არის საჭირო, გარდა ვაქცინაციისა, ხელების ხშირად დაბანისა და ოთახის ხშირი განიავებისა?

- გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პრევენციის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია მოსახლეობის განათლება რესპირატორულ ინფექციასთან უშუალო კონტაქტისა და ექსპოზიციის შემცირების საჭიროების შესახებ; ხოლო დაავადებულთან ახლო კონტაქტირებულ პირებზე (ერთ საცხოვრებელ არეალში, ბავშვთა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში მყოფი პირები) მყარდება მეთვალყურეობა, რათა გამოვლინდეს დაავადების ადრეული ნიშნები (განსაკუთრებით ცხელება) და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა. ახლო კონტაქტირებული პირებისათვის რეკომენდებულია ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის ჩატარება ექიმის დანიშნულებითა და რეკომენდირებული წესით.

აღნიშნულ საკითხზე „მკურნალი.გე“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის mkurnali.geხელმძღვანელს, პაატა იმნაძესაც ესაუბრა. მისი განმარტებით, ევროპის უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მენინგოკოქცემიის საყოველთაო ვაქცინაცია არ ტარდება. ხოლო როცა ვაქციანაციას რომელიმე ქვეყანა იწყებს, ეს იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენია დაავადების ტვირთი და არის თუ არა ვაქცინები იმ ქვეყანაში მოცირკულირე ბაქტერიის შესაბამისი. ავადობა უნდა იყოს ისეთი, რომ ვაქცინაციის ჩართვას ჰქონდეს ეფექტი. მისივე თქმით, მენინგოკოკი არის სხვადასხვანაირი, ზოგიერთის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. “ის, რაც ჩვენთან არის - B ტიპის, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, მისი ვაქცინა სულ რაღაც 2 წელია გამოჩნდა ბაზარზე. ასევე, არსებობს A და C ტიპის ვაქცინა, მაგრამ მთავარი A და B ტიპის ვაქცინაა. რაც შეეხება ვაქცინის ფასს, საქართველოში ვაქცინაციას კერძო სექტორი ატარებს და მე ფასებს ვერ გეტყვით. ევროპაში, კონკრეტულად კი საფრანგეთში, A ტიპის ვაქცინა დაახლოებით 80 ევრო ღირს, ხოლო B ტიპის ვაქცინის ფასი დაახლოებით 200 ევროა”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ნიკა საჯაია