მენინგოკოქცეემიით იაშვილში 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენინგოკოქცეემიით იაშვილში 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა

როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, ბიჭუნა დაბალი სიცხით მარნეულში, ,,ავერსის“ კლინიკაში მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.

,,ვადასტურებ, რომ დიაგნოზი მენინგოკოქცემიაა და ბავშვი ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში ავიღეთ ინფორმაცია და გარდაცვალების მოწმობაში წერია მენინგოკოქცემია. ეს არის ერთი შემთხვევა. მარნეულში არის მითქმა-მოთქმა, თითქოს ეს არის ეპიდემია. არანაირი ეპიდემია არ არის, ეს იყო ერთეული შემთხვევა და სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა. #8-ე საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ, ავუხსენით მშობლებს და მოსახლეობას, რომ ეს არ არის ეპიდემია. გარდაცვლილის კლასელების მშობლებს ვურჩიეთ, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვებს ერთი აბი ციპროფლოქსაცინი მისცენ ან კურსი ჩაიტარონ“,- განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერი ლაფერაძემ.

მარნეულის რესურს-ცენტრში აცახდებენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოები მე-8 საჯარო სკოლაში გუშინ ჩატარდა და დღეიდან სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

გაიგეთ, რა არის მენინგოკოქცემია