ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს სთავაზობს
წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები.

„წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მხოლოდ დეკემბრის მერე გამოჩნდა გრიპის ვირუსის ცირკულაცია. ჩვენთან, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. დღეს, ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები - რინო ვირუსი, ასევე, ე.წ. რესპირატორულ
სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ადენო ვირუსთან და რინო ვირუსთან შედარებით, ცოტა უფრო რთულად მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე რთულად, როგორც ნამდვილი გრიპი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ალბათ იანვრის ბოლოს გამოჩნდება.

ამირან გამყრელიძეს პრევენციისთვის სამი რეკომენდაცია აქვს:
დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა და ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა.

„პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული აცრა, მეორე რეკომენდაციაა - „არ გადასდო სხვას“, ანუ თუ გაქვთ გრიპოზული სიმტომები, ეცადოთ, რომ სახლში იყოთ, მითუმეტეს, თუ მაღალი ტემპერატურა გაქვს, მესამე პუნქტია, დროულად მკურნალობა. თუ გიჩნდებათ გრიპის სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა სახსრების, თავის, ყელის ტკივილი, ხველა და ა.შ. დაუკავშირდით ექიმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახლების და სამუშაო ადგილების ხშირად განიავება, ხელების ხშირად დაბანა და ა.შ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
მსგავსი სიახლეები
გასულ წელს გრიპის ეპიდემიამ ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას,
01-10-2019
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
12-06-2019
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გრიპის ვირუსზე ანწლის მოქმედება გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ იგი ხელს უშლის
03-06-2019
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
კატეგორიის სხვა სტატიები
გასულ წელს გრიპის ეპიდემიამ ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას,
მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მაღალეფექტური ვაქცინა ტუბერკულოზისგან დასაცავად. ის ყველა ასაკის ადამიანს დაიცავს
ჯერ კიდევ 150 წლის წინ, საკვები ბაქტერიები ადამიანებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. დასნებოვნება შესაძლებელი
მოგეხსენებათ, მენინგოკოკური მენინგიტი მეტად საშიში ინფექციური დაავადებაა ლეტალური გამოსავლის მაღალი მაჩვენებლით.
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად