ყველას, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ავტომატურაად შიდსზეც შეამოწმებენ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ყველას, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ავტომატურაად შიდსზეც შეამოწმებენ
ყველას, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ავტომატურაად შიდსზეც შეამოწმებენ
ხელი მოეწერა ინიციატივას და დეკლარაციას „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“, რომელიც 2020 წლამდე შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას ითვალისწინებს. ინიციატივა გულისხმობს, თავდაპირველად შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობის გამოვლენას, შემდეგ კი მათ მკურნალობას.

როგორც შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, შიდსის კვლევა მიებმება C ჰეპატიტის პროგრამას. კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით წელიწადში ათასობით ადამიანის გამოკვლევა ხდება და ყველა მათგანის სისხლს, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე შეამოწმებენ შიდსზე.

„უფრო ზუსტად რომ გაიგოთ, ეს არის იმ მნიშვნელობის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა იყო. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ისეთი
ძალისხმევა, როგორიც დაგვჭირდებოდა, რომ არ ყოფილიყო C ჰეპატიტის პროგრამა. ჩვენი ინიციატივა დეკლარაციაზე ხელმოწერით განვამტკიცეთ. ფაქტობრივად, შეიქმნა ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს წამყვანმა ექსპერტებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა. ეს ინიციატივა გულისხმობს, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში. მართალია, შიდსისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ბოლო 5 წლის კვლევებით
დადგინდა, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი იმყოფება ხარისხიან მკურნალობაზე, ვირუსი სისხლში ქრება და ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. თუ გამოვავლენთ შიდსით ინფიცირებულ ყველა ადამიანს და მათ ვუმკურნალებთ, ქვეყანაში აღარ იქნება შიდსის ახალი შემთხვევები. ეს საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ასევე დავზოგოთ დიდი მოცულობით თანხები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, შიდსის კვლევისთვის სპეციალური ტესტერების შეძენა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ინიციატივის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
06-07-2018
არაერთ ვებგვერდსა და სოციალურ სივრცეში ვრცელდება ინტერვიუ თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის
04-07-2018
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე
23-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის მცხოვრები 65-წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის
დღეისათვის პირის ღრუს ლიქენისა და სტომატიტის სამკურნალოდ იყენებენ სავლებს, კრემებს ან სტეროიდის
ქირურგიული ინსტრუმენტებისა და იმპლანტების ზედაპირზე პათოგენური მიკროორგანიზმებისგან შემდგარი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე
შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ბაქტერიული ინფექციის
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს