ყავა ანტიბიოტიკების ეფექტს ზრდის
მაგალითად, კარბენიცილინისთვის კოფეინის დამატების შემდეგ წამლის სტაფილოკოკზე ზემოქმედება ოთხჯერ ძლიერდება. კოფეინი და მისი მსგავსი ნივთიერება ამინოფილინი მნიშვნელოვნად ზრდის გენტამიცინის ეფექტსაც.
გამოკვლევების ხელმძღვანელი ალფრედ ტიუმანი აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები სპეციალისტებს წამლების მიმართ ბაქტერიების მდგრადობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. ყველაზე მეტად კი ეს შედეგები კანის ადგილობრივი ინფექციების მკურნალობას წაადგება.
თინათინ გოცაძე