ქუდიანები და უქუდოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქუდიანები და უქუდოები

მიკრობული სოკოს სხეული

მიკრობული სოკო უმთავრესად წვრილი განტოტვილი ძაფებისგან - მიცელიუმისგან შედგება. მას აქვს ჩანასახოვანი უჯრედები - სპორები, რომლებიც მომწიფების შემდეგ გარემოში ხვდება, ვრცელდება და მრავლდება. სოკოების არსებობას მათი ნაკვალევი - ნადები გვამცნობს. ზოგი ობობას ქსელისმაგვარია, ზოგი - ბამბისმაგვარი, ზოგი კი ფქვილის მსგავს კვალს ტოვებს. არსებობს ისეთი სოკოებიც, რომელთა არსებობაზეც ლაქები და ობი მიგვანიშნებს. სოკოებს, მცენარეებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად თავის რჩენა არ შეუძლიათ, ამიტომ სხვა მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს ეწებებიან და პარაზიტული ცხოვრების წესს მისდევენ. მიკრობული სოკოები გამძლეობით გამოირჩევიან - კარგად უძლებენ როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას. მათი გამომშრალი სპორები წლობით ცოცხლობენ ნესტიან, ცუდად განიავებულ და ბნელ გარემოში.

მიკრობულ სოკოთა გალერეა

გეოფილები ის სოკოებია, რომლებიც მიწაში, ქვიშაში (ე.წ. სანაპიროს სოკოები) და ნიადაგში ბინადრობენ. ამ ტიპის სოკოებით ადამიანი დაბინძურებულ ადგილებში ფეხშიშველა სიარულის ან ტრავმის შედეგად ინფიცირდება. ანთროფილებს მხოლოდ ადამიანის სხეულზე მობინადრე სოკოებს უწოდებენ. ზოოფილები საარსებოდ მხოლოდ ცხოველთა ორგანიზმს ირჩევენ. ზოოანთროფილები პარაზიტობენ როგორც ცხოველის, ისე ადამიანის ორგანიზმში. საპროფიტები ლპობაშეპარულ ხეზე და მის ნარჩენებში, დამდგარ წყლებში, მარცვლოვან მცენარეებსა და ზოგიერთ მწერზე მობინადრე სოკოები არიან. ისინი კანზე და მის დანამატებში (თმაზე, ფრჩხილებზე) მცირე და საშუალო ზომის კოლონიებად იზრდებიან და კლინიკურად გამოვლენილ პათოლოგიურ მოვლენებს არ იწვევენ. საპროფიტები მხოლოდ კანის ზედა შრეში სახლობენ. პროცესი გადამდები არ არის, ადამიანისგან ადამიანს არც უშუალო კონტაქტით გადაედება და არც არაპირდაპირ. ასეთები არიან მიკოსპორა, ტრიქოსპორა და სხვა. დერმატოფიტები კანის ღრმა შრეებში პარაზიტობენ. ისინი თმის ფოლიკულებში, საკუთრივ თმის შიგნით და დერმის სხვა ადგილებში იდებენ ბინას, ტოქსიკურ პროდუქტებს გამოყოფენ და ანთებით მოვლენებს იწვევენ. ზოგჯერ შინაგან ორგანოებში: ტვინში, ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ელენთაში, თვალში, ძვლოვან სისტემაში - აღწევენ და აზიანებენ მათ. საპროფიტიისგან განსხვავებით, დერმატოფიტია გადამდებია - ადამიანისგან ადამიანს, ცხოველისგან ადამიანს და ზოგჯერ ადამიანისგან ცხოველსაც კი გადაედება. ობის სოკოები, ისევე როგორც საპროფიტები, არც ადამიანისგან, არც ცხოველისგან ადამიანს არ გადაედება. კანზე მოხვედრილი ობის სოკო დამოუკიდებელ დაავადებას იწვევს, თუმცა ისიც შეუძლია, არსებითად შეცვალოს სხვა სოკოვანი თუ არასოკოვანი დაავადების კლინიკური სურათი და ცხოველქმედების პროდუქტებით რამდენადმე შეაფერხოს ზოგიერთი სნეულების მკურნალობა. სოკოვანი ლაქები. მიკრობული სოკოები: ერითრაზმა, პიედრა, ტრიქომიკოზი და პიტირიაზი - პარაზიტობენ თმის ან კანის ყველაზე ზედა შრეში და სხვადასხვა ფერის ლაქებს წარმოქმნიან. ზოგჯერ შესაბამის უბანზე კანის უმნიშვნელო აქერცვლასაც იწვევენ.

სოკოვანი ინფექცია - მიკოზი

ცნობილია 3 ტიპის მიკოზი:

1. კანისა და მისი დანამატებისა - დერმატომიკოზები;

2. კანისა და შინაგანი ორგანოებისა;

3. ობის სოკოთი გამოწვეული დაავადებები.

დერმატომიკოზები

ამ ჯგუფს მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციები - ტერფისა და ფრჩხილის მიკოზები. სოკოებით გამოწვეულ ცვლილებათა ინტენსივობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული პაციენტის წინასწარგანწყობაზე სოკოვანი დაავადებების მიმართ, გამომწვევის ვირულენტობაზე, დაზიანებული უბნების მდგომარეობასა და ლოკალიზაციაზე.

კანისა და შინაგანი ორგანოების მიკოზები

კანისა და შინაგანი ორგანოების მიკოზების დროს პათოლოგიური პროცესი უმთავრესად ტერფებზე ლოკალიზდება. შედარებით იშვიათად შინაგან ორგანოებსაც აზიანებს, რასაც ვისცერულ მიკოზებს ვუწოდებთ.

ობის სოკოთი გამოწვეული მიკოზები

ობის სოკოთი გამოწვეული მიკოზები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ განვითარებაში მთავარ როლს ასრულებენ ე.წ. ველური ობის სოკოები, რომლებსაც უკანასკნელ ხანს უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით. თუმცა მათ სიკეთის მოტანაც შეუძლიათ.

  • მათი მეშვეობით მზადდება ღვინო, ლუდი, სპირტი, მაწონი, მწნილები;
  • საფუარა სოკოები ყურძნის წვენს ღვინოდ აქცევენ და სპირტად ადუღებენ;
  • რძემჟავა სოკოები მაწონსა და კეფირს ამზადებენ, ცომის სოკოები კი ცომს აფუებენ;
  • ობის სოკოებისგან მზადდება მეტად მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკები;
  • ბუნებაში ისინი ნიადაგის გადამუშავებასა და ნეშომპალას წარმოქმნაში მონაწილეობენ.