ებოლას საწინაარმდეგო ვაქცინის პირველმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა
. ვაქცინა შეიცავს შიმპანზისგან აღებულ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ვირუსს. ექსპერიმენტის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას ვაქცინა სისხლში შეუყვანეს 20 ამერიკელ მოხალისეს. ტესტირების არც ერთ მონაწლეს არ გამოუვლინდა გვერდითი ეფექტები, თუ არ ჩავთვლით ტემპერატურის მცირედ მატებას. ყველა მოხალისის ორგანიზმში დაიწყო ანტისხეულების ეფექტური გამომუშავება.
მედიკოსების განცხადებით, ვაქცინის გამოცდა ოთხ ეტაპად წარიმართება. მეორე და მესამე ეტაპების განხორციელება იგეგმება დასავლეთ აფრიკაში, სადაც გაირკვევა ვაქცინა რამდენად უსაფრთხოა და რა დროის განმავლობაში შეძლებს ორგანიზმის დაცვას ებოლასგან.
ავტორი ლალი ჩხიკვაძე