ვირუსები და იმუნიტეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსები და იმუნიტეტი

რა არის ვირუსი

ვირუსი სიცოცხლის უჯრედული ფორმაა, რომელსაც მხოლოდ რომელიმე ცოცხალ ორგანიზმში შეჭრის შემდეგ შესწევს აქტიური გამრავლების უნარი. უფრო მარტივად კი ვირუსი გარემოში საიმედოდ შეფუთული გენეტიკური ინფორმაციაა, აღჭურვილი ქიმიური იარაღით - ფერმენტებით, რაც მას საჭირო უჯრედებზე მიმაგრებისა და მათში შეჭრის საშუალებას აძლევს.

საზიანო ვირუსთა რაოდენობა

სადღეისოდ ცნობილია ადამიანისთვის საშიში რამდენიმე ასეული ვირუსი, თუმცა მეცნიერები ყოველწლიურად ამ უცნაურ არსებათა ახალ-ახალ სახეობებს პოულობენ. ზოგიერთი მათგანის მიმართ ჩვენი ორგანიზმი მყარ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ანუ ადამიანი ავადდება მხოლოდ ერთხელ. ზოგიერთის მიმართ იმუნიტეტი რამდენიმე წელიწადს ნარჩუნდება, ზოგიერთისგან თავდაცვის უნარი კი ორგანიზმს საერთოდ არ შესწევს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გრიპის ვირუსია.

როგორ მიმდინარეობს ოკუპაცია

ვირუსის ყოველ სახეობას შეუძლია მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ უჯრედში შეჭრა და გამრავლება. გრიპისა და პარაგრიპის ვირუსები სასუნთქი გზების ლორწოვან გარს ირჩევენ. იქ მოხვედრილი ვირუსის ნაწილაკები ლორწოვან გარსზე ბინავდებიან და უჯრედების გარსის რღვევას იწყებენ. თუ ადგილობრივმა იმუნიტეტმა ამ მომენტში ვერ იმუშავა, ვირუსი შეიჭრება უჯრედში და მის მთავარ საინფორმაციო ცენტრს - ბირთვს დაეპატრონება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ხდება უჯრედის სასიცოცხლო ციკლის მმართველი. დაზიანებული უჯრედი თავისი ფუნქციის შესრულების ნაცვლად ვირუსული ცილების სინთეზსა და ვირუსული პროგრამის კოპირებას იწყებს. შინაგანი რეზერვების ამოწურვის შემდეგ ინფიცირებული უჯრედი კვდება, მისი გარსი ირღვევა და მრავალი ახალი ვირუსული ნაწილაკი სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება, რათა ახალ-ახალ უჯრედებში ჩაინერგოს და ხელახლა დაიწყოს გამრავლება. ასე გრძელდება, ვიდრე ორგანიზმი დაუპატიჟებელ სტუმრებს არ აღმოაჩენს და გააუვნებლებს.

ოკუპაციის შედეგები

უჯრედთა დაპყრობა, რა თქმა უნდა, ორგანიზმისთვის უკვალოდ ვერ ჩაივლის: უჯრედთა მიერ თავიანთი სპეციფიკური ფუნქციების შესრულების უუნარობა სხვადასხვა სიმპტომით იჩენს თავს. ლორწოვანი გარსის უჯრედთა დაზიანება იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, ხველას, რინიტს, ჰაიმორიტს, სასუნთქი ფუნქციის მოშლას. ამასთან, გრიპის დროს ეს საკმაოდ სწრაფად ხდება - ვირუსის უჯრედში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ადამიანი უკვე აშკარად გრძნობს ვირუსული ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს.


როდის ვერ გვიცავს იმუნური სისტემა

დაავადებების გამომწვევ ვირუსებთან ადამიანს მუდმივი კონტაქტი აქვს, თუმცა უმეტესად ეს უმტკივნეულოდ ჩაივლის, რადგან იმუნური სისტემა პრობლემას იოლად აგვარებს, მაგრამ ზოგჯერ მის ეფექტიანობას ამცირებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • ორგანიზმში დამცავი ლორწოს არასაკმარისი წარმოქმნა ან ძლიერ სქელი ლორწო;
  • ვირუსის არასპეციფიკური რეზისტენტობა - იმუნური სისტემისადმი მდგრადობა. ორგანიზმის მთავარი დამცავი უჯრედები ფაგოციტებია. მათი რაოდენობის შემცირების ან ინტერფერონის დაბალი დონის შემთხვევაში ვირუსი ხელიდან უსხლტება ფაგოციტებს და უჯრედში შეჭრასა და გამრავლებას ახერხებს, ანუ იმუნური სისტემისადმი რეზისტენტულია;
  • სპეციფიკური იმუნური ძალების დაქვეითება. ასეთი რამ მოსალოდნელია ზოგიერთი წამლის, მაგალითად, ანტიჰისტამინების, ანტისიმსივნური მედიკამენტებისა და იმუნოდეპრესორების, ხანგრძლივი მიღების შედეგადაც;
  • იმუნური სისტემის უმწიფრობა ბავშვებში;
  • ხანგრძლივი სტრესი;
  • არარაციონალური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;
  • დაუბალანსებელი კვება;
  • სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები;
  • ენდოკრინული დარღვევები.

იმუნური პასუხი

ვირუსული ოკუპაციის საპასუხო რეაქცია ორგანიზმში 4 სტადიად მიმდინარეობს.

I სტადიაა - იმუნური რეაქციების გაშვება, როდესაც ფაგოციტები თავს ესხმიან ვირუსებს, გადაამუშავებენ მათ და მიღებულ ინფორმაციას იმუნური სისტემის დანარჩენ უჯრედებს წარუდგენენ.

II სტადია - იმუნური სისტემის უჯრედები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქტიურ გამრავლებას იწყებენ.

III სტადია – ვირუსებთან ბრძოლა და მათი განადგურება წარმოებს როგორც უკვე ინფიცირებულ უჯრედებში, ისე მათ გარეთაც.

IV სტადია - იმუნური მეხსიერების ფორმირება. ვირუსთან ბრძოლის შედეგები ტირაჟირდება და იმუნური მეხსიერების სპეციალურ უჯრედებს გადაეცემა შესანახად. საკმარისია, ამ ტიპის ვირუსმა კვლავ განიზრახოს ორგანიზმში შეჭრა, რომ იმუნური უჯრედები უმალვე ამოიცნობენ მას და უვნებელყოფენ.

გენთა დრეიფი

ერთი შეხედვით, ვირუსებთან ბრძოლა იმუნური სისტემისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ასეც იქნებოდა, რომ არა ისეთი ფენომენი, როგორიცაა ვირუსულ გენთა დრეიფი, რაც ვირუსის გენეტიკური პროგრამის მუდმივ ცვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი იმუნიტეტი ზოგჯერ ნაწილობრივ ამოიცნობს ძველ მტრებს, ზოგს კი საერთოდ ვეღარ ცნობს. საბედნიეროდ, დრეიფის უნარი ყველა ვირუსს როდი შესწევს. ამ თვისებით გამოირჩევა ყველასთვის კარგად ნაცნობი გრიპის A ვირუსი. მისი ცვლილება განსაცვიფრებელია. იგი ყოველწლიურად ახალ-ახალ სახეობებად გვევლინება და სეზონურ ეპიდემიებს იწვევს.