ბათუმში მენინგიტის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა
მენინგიტი 14 წლამდე ასაკის ბავშვებს დაუდგინდათ. რვა ბავშვი ჰოსპიტალური მკურნალობის კურსს გადის, ხოლო ერთი ამბულატორულ მკურნალობაზეა.
"დღეის მდგომარეობით, პაციენტები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში არიან მოთავსებული. სტაციონარში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რაიმე გართულებებს არ ჰქონია ადგილი", - აღნიშნა მარო ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, ვირუსული დაავადების მიმდინარეობა ამ ეტაპზე მსუბუქია. იხილეთ აგრეთვე