ქუთაისში ხუთ მცირეწლოვანს მენინგიტი დაუდგინდა
მოსახლეობში არსებული პანიკიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მატულობს, ამიტომ ექიმები პაციენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და საწყის ეტაპზე, ოჯახის ექიმთან მიმართვას ურჩევენ.
"თუ ვინმეს ტემპერატურა აუწევს, მენინგიტთან არ გვაქვს საქმე. მართალია მომართვიანობა დიდია, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს უდგინდება მენინგიტი. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჩვენთან ლაბორატორიულად 37 შემთხვევა დაფიქსირდა", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ნანა ღონღაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რა არის ენტეროვირუსული მენინგიტი, იხილეთ სტატია "ფრთხილად - ენტეროვირუსული მენინგიტია!"