სამტრედიაში ვირუსული მენინგიტის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა
მენინგიტის შემთხვევა გამოვლინდა სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლაში, მე-2 ბაგა-ბაღსა და სოფელ ბაშში.
საზოგადოებრივ ცენტრში აღნიშნავენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს მენინგიტის მსუბუქი ფორმაა და რამდენიმე წელიწადში ერთხელ იჩენს თავს.
ინფექციის მქონე ყველა ადამიანი, ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნული დაავადების გამო სამტრედიის საჯარო სკოლებში სადიზინფქციო სამუშაოები ჩატარდა. რა არის ენტოროვირუსული მენინგიტი, იხილეთ სტატია "ფრთხილად - ენტეროვირუსული მენინგიტია!"