საქართველოში მენინგიტის 107 შემთხვევაა დაფიქსირებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში მენინგიტის 107 შემთხვევაა დაფიქსირებული

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, ერთეული შემთხვევები 24 აპრილიდან დაიწყო, 10 მაისიდან კი მენინგიტის შემთხვევების მატებაა.

"ენტეროვირუსული მენინგიტური შემთხვევები მთელ საქართველოშია. შემთხვევათა უმრავლესობა თბილისშია აღრიცხული. ბავშვების გარდა, მენინგიტი მოზრდილებშიც გვხვდება. ერთეული შემთხვევები 24 აპრილიდან დაფიქსირდა. 10 მაისიდან დაიწყო შედარებით უფრო ინტენსიური მატება. სულ 107 შემთხვევაა რეგისტრირებული და არც ერთი მძიმე არ ყოფილა. მენინგიტის შემთხვევები ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობთ, ნაკლები ინტენსივობით", - ამბობს ზახაშვილი.

მისივე თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. "სრულიად ვიზიარებ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, რომ მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არ არის. თუმცა, თავდაცვისთვის, ის ელემენტარული ღონისძიებები, რაც მოწოდებულია, უნდა იყოს შესრულებული მოსახლეობის მიერ", - აღნიშნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევა სკოლებში დაფიქსირდა, ეს სწავლის შეწყვეტის საფუძველი ნამდვილად არ არის."სკოლის ფაქტორი არ წყვეტს ამ მდგომარეობას და სწავლის შეწყვეტა არ არის მოწოდებული. ამ ბავშვებს სწავლა რომც შეაწყვეტინო, სახლებში ვერ გამოამწყვდევ, ისინი მაინც ივლიან ეზოში, ითამაშებენ, ანუ რისკის ფაქტორები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული სასწავლო პროცესის შეწყვეტა", - განმარტა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ეს დაავადება გადადის ადამიანიდან ადამიანზე. "მათ შორის, ეს გადადის დაავადებულთან ხელის ჩამორთმევით, მისი მოხმარებული ნივთების გამოყენებით. შეკავების ღონისეძებები რთულია და სამოქალაქო ჩართულობას მოითხოვს", - აღნიშნა ზახაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით კი, ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

მენინგიტის რამდენიმე შემთხვევა სკოლებშიც დაფიქსირდა. მათ შორის ბოლო - შემთხვევა 175-ე სკოლაში. იხილეთ აგრეთვე