ღორის გრიპი - სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ღორის გრიპი - სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

ღორის გრიპი - სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

- ბავშვების გარდაცვალების შემთხვევაში?
- სამწუხაროდ, ერთ შემთხვევაში მწვავე ლეიკოზს დაერთო გრიპის ვირუსი, მეორე შემთხვევაში კი გრიპი ბავშვთა ცერებრული დამბლის ფონზე განვითარდა.


- ჩვენ მიერ ნახსენები H1N1-ის გარდა, სხვა ტიპის ვირუსებიც თუ აღირიცხა წელს?
- H1N1 არც წელს ცირკულირებდა მარტო. უბრალოდ, ის დომინანტურ მდგომარეობაში იყო. წელს საქართველოში ბ გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევებიც არის რეგისტრირებული.


- როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?
- ეს სიმპტომები საყოველთაოდ ცნობილია. იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.


- ყველაზე ხშირად რა გართულებები აღინიშნება ა ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის დროს?
- სტატისტიკურად ყველაზე ხშირი გართულება პნევმონიაა. ამ უკანასკნელის ორი ვარიანტი არსებობს: პირველი - ეს გახლავთ თავიდანვე განვითარებული პნევმონია, ანუ ვირუსული პნევმონია, რაც იშვიათია, და მეორე, რომელიც უფრო ხშირია - მეორეული ანუ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ფილტვების ანთება, რომელიც დაერთვის გრიპს დაავადების დაწყების მესამე-მეოთხე დღეს. თუ თავიდანვე შეამჩნია ადამიანმა, რომ უჭირს სუნთქვა, აწუხებს ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი სუნთქვისას, ცხვირ-ტუჩის არეში ციანოზი ანუ სილურჯე უვითარდება, ნახველი უხდება ვარდისფერი ან მასში ერევა სისხლი, - დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ამ სიმპტომებმა გრიპის დაწყებისთანავე იჩინა თავი, ეს ვირუსულ პნევმონიაზე მიუთითებს, ხოლო თუ გრიპის მესამე დღიდან, როცა ტემპერატურა უკვე შედარებით დაწეულია, მდგომარეობა ისევ დამძიმდა, დაერთო ხველა - ეს უკვე ბაქტერიული პნევმონიის მანიშნებელია და ექიმს ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ. თუ სამედიცინო დახმარება დროულად გაეწია, ორივე შემთხვევაში გამოჯანსაღების ალბათობა საკმაოდ დიდია.


- როგორია მკურნალობის სქემა ა გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის შემთხვევაში?
- გრიპის ვირუსით გამოწვეული შემთხვევები ორად უნდა გავყოთ. ერთი ჯგუფია მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას არ მოითხოვს, მეორე - გართულებული შემთხვევები. მსუბუქი შემთხვევებიც მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ინტოქსიკაციაც ამ დროს საკმაოდ ძლიერია, თუმცა სუნთქვის პრობლემები ნაკლებად არის გამოხატული. ამ დროს რეკომენდებულია, დაავადებულმა დაიცვას წოლითი რეჟიმი, დარჩეს შინ, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ჩვენებისამებრ - სიცხის დამწევები. რაც შეეხება ორსულებს, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან ორსული - ეს გრიპის რისკჯგუფში შემავალი ადამიანია. გრიპის მძიმე შემთხვევების დროს რეკომენდებულია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება. ამ სახის ორი პრეპარატი არსებობს: ოსელტამივირი ანუ ტამიფლუ და ზანამივირი ანუ რელენზა. ეს უკანასკნელი რეკომენდებულია ორსულებისთვის, ხოლო ტამიფლუ - ორსულებისთვისაც და სხვებისთვისაც. მსოფლიო გამოცდილება იმასაც გვაჩვენებს, რომ თუმცაღა ბევრ ქვეყანას არ აქვს ტამიფლუ ან რელენზა, გრიპი გამოჯანმრთელებით მაინც სრულდება. ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით თვითმკურნალობა კი კატეგორიულად მიუღებელია. ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.


- ორიოდე სიტყვა ვაქცინაციის შესახებაც გვითხარით.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა. გავრცელების პროცესში ვაქცინაციაზე ჯანმო უარს არ ამბობს, უბრალოდ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ვაქცინაცია დაემთხვეს გრიპით ინფიცირებას და ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს, ამიტომ ამ დროს რეკომენდაციას ვიძლევით, მოსახლეობამ გამოიყენოს დაცვის არაპირდაპირი საშუალებები ანუ უფრო გაამკაცროს პროფილაქტიკის წესები. პირადი ჰიგიენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ზედმიწევნით დაცვა არა მარტო გრიპის, არამედ უამრავი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ - მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პროფილაქტიკისთვის ჯობს ინფიცირებულმა იხმაროს ნიღაბი და არა ჯანმრთელმა ადამიანმა.


- საზოგადოების რა ნაწილს ემუქრება განსაკუთრებული რისკი?
- ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილდნენ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით - სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებულები, თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონეები, მცირე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები. განსაკუთრებული ჯგუფია ორსულები, რომლებშიც გრიპი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე არაორსულებში, ამიტომ მათ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.


- დაბოლოს, მოდი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, როგორ მოიქცნენ იმისთვის, რომ გრიპის ვირუსმა მათ ოჯახებს ზიანი არ მიაყენოს.
- უპირველესად, ნუ აჰყვებიან პანიკას უბრალო სეზონური გრიპის გამო. მომდევნო სეზონის დადგომამდე მაღალი რისკის მქონე ადამიანებმა დროულად, შემოდგომის ბოლოს, ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რათა ჯანსაღი და მძლავრი იმუნური სისტემით შეხვდნენ ყოველ სეზონურ გრიპს, რომელსაც თავს ვერასგზით ვერ ავარიდებთ, ხოლო გრიპის გავრცელებისას დავიცვათ ჰიგიენისა და პროფილაქტიკის ის წესები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, და, რა თქმა უნდა, ყოველთვის დროულად მივმართოთ ექიმს.

 

 



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 11-01-2019
ტოტო
უვიცები.
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტურობის შემსწავლელი კომპანია Cochrane-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპით
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
ქლამიდიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქლამიდიოზით დასნებოვნების გზებზე, კლინიკურ ნიშნებსა და
წითელას შესახებ უამრავ კითხვას ვუპასუხეთ, თუმცა კიდევ დიდია ინტერესი ამ საკითხისადმი.
ორსულის აცრა გრიპზე ძალიან სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება, - ამის შესახებ
ვირუსები წარმოადგენს ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა უჯრედშიდა პარაზიტებს. მათ მძიმე დაავადებათა
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება