პატარა გულის განსაცდელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა გულის განსაცდელი

- მაინც რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- დავაკვირდეთ ბავშვის ქცევას - ეთამაშება თუ არა სხვა ბავშვებს, თამაშის დროს ხშირად ხომ არ ისვენებს, ხომ არ ქოშინებს სირბილისა და კიბეზე ასვლის დროს... თუ ბავშვი მოეშვა, მალე იღლება, ცუდად ჭამს, უმიზეზოდ ტირის, აუცილებლად აჩვენეთ პედიატრს ან კარდიოლოგს.

- რატომ რთულდება გრიპი მიოკარდიტით?

- მიოკარდიტი გრიპის ერთადერთი გართულება არ არის. ეს დაავადება შესაძლოა ფილტვების ან თირკმელების ანთებითაც გართულდეს. ეს უმთავრესად ბავშვის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. ვირუსებისა და ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები აზიანებენ გულის კუნთის ბოჭკოებს, შემაერთებელ ქსოვილს. გულის კუნთი უფრო სწრაფად ან შენელებულად იწყებს მუშაობას და დუნდება, ამიტომ ბავშვი სისუსტეს გრძნობს, აქტიურ თამაშებს გაურბის, მალე იღლება და ხშირად ისვენებს. ეს მიოკარდიტის პირველი ნიშნებია, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ. წესისამებრ, ეს ნიშნები თავს იჩენს გამოჯანმრთელებიდან 3-4 კვირის შემდეგ, როცა თითქოს უკვე აღარაფერია საშიში.

- როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი უცნაურად იქცევა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გულს მუშაობა რომ შეუმსუბუქოთ, გრიპის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში მოარიდეთ ბავშვი აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას, ნერვულ სტრესს, ძლიერ ემოციებს. შუადღისას აუცილებლად დააძინეთ, ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, აჭამეთ ერთსა და იმავე დროს. რაც მთავარია, საკვები დიეტური უნდა იყოს და ხელს უწყობდეს გულის კუნთის მუშაობას.

- როგორ ადგენთ, რომ გულის მუშაობა დარღვეულია?

- გულის მუშაობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის გულისცემის სიხშირე, პულსაცია პერიფერიაზე. ახალშობილის ნორმალური გულისცემა წუთში 150-160-ია, ერთი წლის ბავშვისა - 120, ხუთი წლის ბავშვისა - 100. პულსს ვითვლით მოსვენებისას, რადგან ფიზიკური დატვირთვისა და ნერვული დაძაბულობის დროს იგი გახშირებულია. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს გულისცემა გახშირებული ან, პირიქით, გაიშვიათებული აქვს, მიმართეთ კარდიოლოგს. იგი მოუსმენს ბავშვს, ჩაუტარებს ელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას და გაარკვევს, დარღვეული ხომ არ არის გულის რიტმი და გამტარობა.


- როგორი კვება სჭირდება ასეთ დროს ბავშვს?

- მის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, თევზი, ხაჭო, რძემჟავა პროდუქტები. რაციონიდან ამოიღეთ შემწვარი, ცხარე, მლაშე კერძები, შაშხი. ბავშვი უნდა იკვებებოდეს დღეში 5-6-ჯერ. დილით მსუბუქად უნდა ისაუზმოს, 11 საათზე მეორედ ისაუზმოს, ასევე მსუბუქად. ღამით არ აჭამოთ. დაძინებამდე ორი საათით ადრე მიეცით ერთი ჭიქა მაწონი ან იოგურტი და 1 ცალი ვაშლი. გულის კუნთში ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად საჭიროა ბ ჯგუფის ვიტამინები და კალიუმი. ვიტამინები შეგიძლიათ მისცეთ კომპლექსის სახით, ხოლო კალიუმის მარაგის შესავსებად მის რაციონში ჩართეთ ქიშმიში, ბანანი, ლეღვი, კარალიოკი, კარტოფილი, შვრიის, წიწიბურას ფაფები. რაციონში ასევე უნდა შედიოდეს მწვანე სალათა, მწვანილი, მცენარეული ზეთით შეზავებული ბოსტნეულის სალათა. გულის კუნთისთვის აუცილებელია მაგნიუმი და მანგანუმიც. ამ მინერალებით მდიდარია დაცეხვილი ხორბლის პური, ჭვავის პური, კარტოფილი, ჭარხალი. ამრიგად, დაავადებული გულისთვის სასარგებლოა: უსაფუვრო პურ-ფუნთუშეული, მჭლე ხორცი და თევზი, კვერცხი (კვირაში 3 ცალი, რძიანი ერბოკვერცხის სახით), ახალი, ნაკლებცხიმიანი ხაჭო, ნაკლებად მარილიანი ყველი, მაწონი, იოგურტი, რძე, არაჟანი, ფაფა, ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მწვანე სალათა, ოხრახუში, კამა, ქინძი, მწვანე ხახვი, ხილი და ჩირი, თაფლი, მურაბა, მარმელადი, კარამელი, ბაცი ჩაი, ასკილის ნაყენი, ახალმოხარშული კომპოტი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი. უნდა შეიზღუდოს: მაკარონი და ცომეული, საფუვრიანი საკონდიტრო ნაწარმი. იკრძალება: ახალი თეთრი პური, შოკოლადი, კონცენტრირებული ბულიონი, ცხიმიანი ხორცი, თევზი, შაშხი, კონსერვები, მარილიანი ყველი, მჟაუნა, ისპანახი, ბოლოკი, თეთრთავა კომბოსტო, პარკოსნები, ძნელად მოსანელებელი ხილი - ყურძენი, კომში, მაგარი ვაშლი და მსხალი.

- რატომ არ შეიძლება, ბავშვს ენერგიის მოსამატებლად დავალევინოთ მაგარი ჩაი?

- არის შემთხვევები, როდესაც დედა დასუსტებულ ბავშვს მაგარ ჩაის და ყავასაც კი ასმევს. ფინჯანი ჩაი ორგანიზმს დაახლოებით 200 მგ (2 აბის ეკვივალენტური ოდენობის) კოფეინს აძლევს, ასეთი დოზა კი გულის მუშაობის გაძლიერებას გამოიწვევს და ისედაც დაზიანებულ კუნთს უფრო მეტად დააზიანებს. უმჯობესია, ბავშვს მაგარი ჩაის ნაცვლად რძიანი კაკაო შევთავაზოთ, თანაც რაც უფრო ნაკლებად დავატკბობთ, მით უკეთესი - შაქარი ხელს უშლის კაკაოს შემადგენლობაში შემავალი მაგნიუმისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას. კარგი იქნება, თუ ჩაისაც რძეს დავამატებთ - რძე ანეიტრალებს კოფეინის უარყოფით ზემოქმედებას.

- რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დიეტა?

- მიოკარდიტის მსუბუქი ფორმის დროს - ერთი თვე. თუ ანთებითი პროცესი გახანგრლივდა, დიეტასაც გავაგრძელებთ.

- როგორ დავიცვათ ბავშვი მიოკარდიტისგან?

- საუკეთესო გზაა, ავცრათ ბავშვი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამ შემთხვევაში 80%-ია გარანტია, რომ ბავშვს ავადმყოფობა მიოკარდიტით არ გაურთულდება.

- ბევრს აცრა უსარგებლოდ მიაჩნია - გრიპის ვირუსი სწრაფად იცვლება, ვაქცინა კი მის ცვლილებასთან ადაპტირებას ვერ ასწრებსო...

- როგორც უნდა შეიცვალოს ვირუსი, მისი ანტიგენური სტრუქტურა ძირეულად ვერ გარდაიქმნება. ასე რომ, ვაქცინა მაინც მისცემს ბავშვის იმუნურ სისტემას საიმედო იარაღს გრიპის წინააღმდეგ,  პატარას ორგანიზმი მაინც შეძლებს უცხო მიკროორგანიზმის ამოცნობას და უვნებელყოფას. ასე რომ, აცრას არათუ აქვს აზრი, არამედ აუცილებელიც კია, მით უმეტეს, თუ ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა - სწორედ ამ ასაკშია ყველაზე ხშირი სიკვდილიანობა გრიპის შემდგომი გართულებების შედეგად. გაითვალისწინეთ: ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში აცრიდან 2-4 კვირის შემდეგ ჩნება და ერთი წელი რჩება ორგანიზმში. გრიპის შემდეგ ბავშვს ამ ვირუსის მიმართ სამუდამო, მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდება. გრიპის თანამედროვე ვაქცინები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და უვნებელია.