დავამარცხოთ გაციება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავამარცხოთ გაციება

გაციება სერიოზულ საფრთხეს უქადის ახალშობილებს, ხანდაზმულებს, ასევე მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. განსაკუთრებით საშიშია გაციება ფილტვის ქრონიკული დაავადებებით - ქრონიკული ბრონქიტით, ასთმითა და ემფიზემით - დაავადებულთათვის. თუ ადამიანი ხშირად ცივდება და ავადმყოფობა კვირაზე მეტხანს გასტანს, აუცილებელია გამოვრიცხოთ სინუსიტი და ალერგია. ალერგიული რეაქცია და გაციება ერთდროულადაც შეიძლება მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით - ბავშვებში.

- როგორ მოვახდინოთ გაციებით გამოწვეული დაავადებების დიფერენცირება?

- ბევრი ამბობს, რომ გრიპი შეხვდა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ გაციებასთან გვაქვს საქმე. მედიცინაში არსებობს ყველა გაციებითი დაავადების განზოგადებული სახელწოდება: მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ეს მდგომარეობაც და გრიპიც ორგანიზმში ვირუსის შეჭრის შედეგი გახლავთ, თუმცა გრიპი მძიმე დაავადებაა, რომელმაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, მაშინ როდესაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია იშვიათად იწვევს ორგანიზმის სერიოზულ დაზიანებას. გაციების სიმპტომებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება დიფერენცირებას, მკითხველისთვის მისი წესები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

  • თუ გაწუხებთ თავის ძლიერი ტკივილი, სისუსტე, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეულის ტემპერატურამ 390C-მდე აიწია, ყელი გტკივათ, ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, მაგრამ სურდო არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ გრიპი შეგხვდათ.
  • თუ ცხვირიდან ჩამოგდით, მაგრამ საერთო თვითშეგრძნება ასატანია, ხოლო სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 370C-ს, სავარაუდოდ, რინოვირუსული ინფექციის ანუ ჩვეულებრივი სურდოს მსხვერპლი ბრძანდებით.
  • თუ ხმა ჩაგიწყდათ ან ჩაგეხლიჩათ, გაწუხებთ მყეფავი ხველა, ესე იგი გაქვთ ლარინგიტი - ხორხის ანთება, რომელიც პარაგრიპის "საჩუქარია".
  • თუ ზოგადი სისუსტისა და უქეიფობის შეგრძნებას მალევე დაერთო სუნთქვის გაძნელება, თავდაპირველად - მშრალი, შემაწუხებელი, ხოლო შემდეგ - ნახველიანი ხველა და სხეულის ტემპერატურამაც აიწია, ეს ბრონქიტია, რომელიც შეიძლება გრიპის "ნარჩენ" მოვლენადაც მივიჩნიოთ.
  • თუ შემცივნებას, ხველასა და სურდოს მეორე-მესამე დღეს დაერთო ჭრის შეგრძნება ხან ერთ, ხან მეორე თვალში, ნუშურები და ყელი დაიფარა მორუხო ან თეთრი ნადებით, ხოლო ლიმფური ჯირკვლები გადიდდა, საქმე გვაქვს ადენოვირუსულ ინფექციასთან, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ანგინასთან.

- რა იწვევს მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას?

- მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას სხვადასხვა სახეობის ვირუსი იწვევს. გამომწვევი გადაეცემა როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე კონტაქტური გზით: დაავადებული ადამიანის მიერ ხველისას ან ცემინებისას ჰაერში გამოტყორცნილი წვეთების შესუნთქვით, ასევე - დაბინძურებული ხელებიდან და საგნებიდან: სათამაშოებიდან, სახელურებიდან და სხვა.

- რით შეგვიძლია დავეხმაროთ ამ დროს საკუთარ თავს?

- უნდა დავეხმაროთ საკუთარ იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში. ამისთვის კარგად უნდა დავისვენოთ და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. გარდა ამისა, ვერიდოთ სიგარეტის კვამლს. ცხვირის წვეთები და სპრეი ცხვირით სუნთქვის აღდგენაში დაგეხმარებათ. ამ წვეთებს სურდოსა და სინუსიტის მკურნალობისას ვიყენებთ, თუმცა 5-7 დღეზე მეტხანს არც მათი გამოყენებაა სასურველი. ყელში შეიძლება გამოვივლოთ თბილი, სოდიანი წყალი, შეიძლება გამოვიყენოთ სალბის,  ევკალიპტის საწუწნი ტაბლეტები. სიცხის დამწევი პრეპარატების - პარაცეტამოლის, იბუპროფენის და სხვათა მიღება არ არის რეკომენდებული, თუ სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 380C-ს. საზოგადოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ტემპერატურა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა და მისი დაწევა უნდა ვცადოთ მხოლოდ მაშინ, როცა:

  • სხეულის ტემპერატურა 38,5-390C-ზე მაღალია;
  • დაბალ სიცხესაც კი ძნელად იტანთ;
  • რაიმე მიზეზით ორგანიზმს ცოტა სითხე მიეწოდება;
  • შეინიშნება ცხელების ფონზე კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება.

საზოგადოდ, წამლების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რადგან ყველა პრეპარატს აქვს უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები. სიცხის დამწევი საშუალებების მიღება ხუთ დღეზე მეტხანს რეკომენდებული არ არის.

- გაციებისას ბევრი თვითნებურად იღებს ჩ ვიტამინს. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

- C ვიტამინის მიღებით მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისგან განკურნება შეიძლება დავაჩქაროთ, მაგრამ დაავადებისგან იგი ვერ დაგვიცავს.


- ზემოთ აღნიშნეთ, რომ გაციება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ პაციენტებში. რას ურჩევდით მათ?

- ისეთი პათოლოგიის არსებობისას, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან შაქრიანი დიაბეტი, მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. იგივე უნდა გაკეთდეს, თუ პაციენტის მდგომარება უეცრად მკვეთრად გაუარესდა, ან დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ჩვეულებრივ. აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გამოგაჩნდათ ნებისმიერი ჩამოთვლილი სიპტომთაგანი:

  • 38,50C-ზე მაღალი ტემპერატურა;
  • სინათლის მოხვედრისას უსიამოვნო შეგრძნება თვალებში;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • ქოშინი;
  • ხმაურიანი ან ხშირი სუნთქვა, ამოსუნთქვის გაძნელება;
  • გამონაყარი კანზე;
  • სიფითრე ან კანზე ლაქების გაჩენა;
  • ღებინება;
  • დილით გამოღვიძების გაძნელება ან უჩვეულო ძილიანობა;
  • მუდმივი ხველა;
  • კუნთებისა და სახსრების ტეხა.

- ზოგი გაციებისთანავე იწყებს ანტიბიოტიკების სმას. რეკომენდებულია თუ არა ანტიბიოტიკოთერაპია რესპირატორული დაავადებების დროს?

- ანტიბიოტიკები ანადგურებს მხოლოდ ბაქტერიებს და ვერავითარ ზემოქმედებას ვერ ახდენს ვირუსებზე. აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკები ვერც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის და ვერც გრიპის შემთხვევაში ვერ იქნება ეფექტიანი. იმუნური სისტემა ამ ვირუსებს თავად უნდა გაუმკლავდეს. ანტიბიოტიკები ვერ დაგვეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ვერც ინფექციის გავრცელებას შეაჩერებს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებამ მაშინ, როდესაც ის არ გვჭირდება, შეიძლება დააქვეითოს მათი ეფექტი იმ დროისთვის, როდესაც ნამდვილად დადგება მათი მიღების საჭიროება. გარდა ამისა, ანტიბიოტიკები ხშირად იწვევს ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორებიც არის კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები. ყურისა და ყელის ინფექციები შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ბუნების. როდესაც ინფექცია ბაქტერიებით არის გამოწვეული, სამკურნალოდ იყენებენ ანტიბიოტიკებს. ასეთი დაავადების მაგალითია შუა ყურის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყურის ძლიერი ტკივილი ბავშვებში, მძიმე ანგინა და სინუსიტი, თუმცა ამ დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს ნიშნავს მხოლოდ ექიმი.

- როგორ ვლინდება გრიპი?

- გრიპი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველას ემართება. ამის მიზეზი, როგორც მოგახსენეთ, ვირუსის ადვილი და სწრაფი გავრცელებაა ჰაერწვეთოვანი გზით. გრიპის ვირუსი "სახლდება" ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში და ანთებით პროცესებს იწვევს. გრიპის დასაწყისი ასეთია: ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, ამცივნებს, ეუფლება საერთო სისუსტე და კუნთების ტკივილი. ზოგჯერ გრიპი ერთბაშად იწყება - ტემპერატურის მატებით, ოფლიანობით და თავის ძლიერი ტკივილით. ძალზე მგრძნობიარე ხდება თვალები: იწყება ცრემლდენა და შეინიშნება სინათლეზე მტკივნეული რეაქცია. ამას მალევე მოსდევს ტრაქეის დაზიანების ნიშნები: ფხაჭნის შეგრძნება ყელში, მშრალი ხველა, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში, ხმის ჩახლეჩა. ტიპურ გრიპს სურდო,  ჩვეულებრივ, არ ახლავს თან, მაგრამ გრიპს ხშირად ერთვის მწვავე რესპირატორული, მაგალითად, რინოვირუსული ინფექცია, რაც იწვევს ცხვირის გაჭედვას და სურდოს. გაურთულებელი გრიპის დროს სხეულის ტემპერატურა და დაავადების ძირითადი ნიშნები 5-12 დღეს გასტანს. მაღალი ტემპერატურის დროს აუცილებელია, გამოვიძახოთ ექიმი.

- რით არის საშიში გრიპი?

- ალბათ ყველას გაუგონია, რომ თავად გრიპი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც მისი გართულებები, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გრიპის ფეხზე მოხდა. ეცადეთ დაწვეთ, რადგან გართულებამ შეიძლება ხანგრძლივად გამოგიყვანოთ მწყობრიდან და მკურნალობაც გაცილებით სერიოზული და ხანგრძლივი დაგჭირდეთ. თავად გრიპისგან ადამიანები იშვიათად იღუპებიან - მხოლოდ მაშინ, როცა ვირუსი ძალიან ძლიერია, ორგანიზმი კი მეტისმეტად დასუსტებული, თუმცა გრიპის ეპიდემიის დროს გართულებებმა შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.


- ყველაზე ხშირად რით რთულდება გრიპი?

- გრიპის ორი ყველაზე ხშირი გართულებაა ბრონქიტი და პნევმონია. რინიტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰაიმორიტი ან შუა ყურის ანთება (ოტიტი). დაავადების მძიმე მიმდინარეობისას მოსალოდნელია გულის კუნთის დაზიანება (მიოკარდიტი) და საქმე გულის უკმარისობამდე მივიდეს. შესაძლოა განვითარდეს ტვინისა (ენცეფალიტი) და მისი გარსების (მენინგიტი) ანთება. ამას მკითხველის შესაშინებლად კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ ყველამ შეიგნოს: გრიპი სერიოზული დაავადებაა და როდესაც ის ფეხზე გადაგაქვთ, ორგანიზმს აყენებთ ისეთ დატვირთვას, რომელსაც შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. ამიტომ საჭიროა წოლითი რეჟიმი და დროული ინტენსიური მკურნალობა.

- როგორ მოვერიოთ გრიპს?

- მნიშვნელოვანია, დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენის წესები, რათა დავიცვათ ოჯახის წევრები გრიპის ვირუსით დასნებოვნებისაგან. ოჯახის წევრებმა უნდა ატარონ დამცავი ნიღბები. ავადმყოფმაც შეიძლება გაიკეთოს ნიღაბი, მაგრამ ზედა სასუნთქი გზების ანთებისას მისი ტარება ძალიან შემაწუხებელია. გრიპის ვირუსი მცირე ხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას სველ და ნოტიო საგნებზე, ამიტომ ავადმყოფს უნდა ჰქონდეს ცალკე ჭურჭელი, რომელიც გულდასმით უნდა გავრეცხოთ და დავამუშაოთ მდუღარე წყლით. პროფილაქტიკის მიზნით ცხვირის ნესტოებში წაისვით ოქსოლინის ან ვიროგელის მალამო. მკურნალობის ძირითადი მიზანია ვირუსის ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილი შხამების გამოდევნა ორგანიზმიდან ანუ დეზინტოქსიკაცია. ამისათვის საჭიროა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ჩაი, ასკილის ნაყენი, განზავებული ჟოლოს მურაბა. დიდი რაოდენობით სითხის დალევისას მცირდება სისხლში შხამების კონცენტრაცია და გამოიყოფა შარდისა და ოფლის საშუალებით. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ვიტამინებით მდიდარი. მიირთვით მეტი ფორთოხალი, ლიმონიანი ჩაი.

- რას გულისხმობს პროფილაქტიკა?

- უმთავრესად - მარტივ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს:

  • ხელები დაიბანეთ საპნით, განსაკუთრებით ჭამის ან საკვების მომზადების წინ;
  • ეცადეთ, ხელები იშვიათად შეახოთ თვალებს, ცხვირსა და პირს;
  • ცემინებისა და ხველების დროს ცხვირ-პირზე აიფარეთ ხელსახოცი;
  • ცხვირი მოიწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით და ხელსახოცი მაშინვე გადააგდეთ;
  • ეცადეთ, იქონიოთ ინდივიდუალური ჭურჭელი;
  • ერიდეთ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადებულ პირებს;
  • დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ გრიპის სააწინააღმდეგო აცრა.