ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ტკიპების სეზონზე, ივანე ჩხაიძის განმარტება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ივანე ჩხაიძე: „ტკიპას კბენის შემთხვევების მატება არ ფიქსირდება, თუმცა სიფრთხილე გვმართებს“

არ მაქვს ინფორმაცია, რომ ტკიპას კბენის შემთხვევები გახშირებულია, ტკიპას არ ახასიათებს აფეთქება - შემთხვევების მატება, საბედნიეროდ, არც შარშან დაფიქსირებულა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტკიპას კბენის შემთხვევები მომატებული რომ იყოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას გაავრცელებდა.

ივანე ჩხაიძე ტკიპას კბენის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მთაში ან მინდორში სეირნობისას, კანი ტანსაცმლით მაქსიმალურად დაცული იყო.

„კანი მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული ტანსაცმლით, მაგალითად, გრძელსახელურიანი ზედით, შარვლით. ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და მოერიდეთ მყვირალა ფერიან, ნახატებიან სამოსს. როდესაც დაბრუნდებით სეირნობიდან, თქვენი და ბავშვის კანი უნდა იყოს დეტალურად დათვალიერებული. ტკიპა ადამიანის კანთან მიკვრის შემდეგ სახიფათო ხდება 24-48 საათიანი პერიოდის გასვლისას. ეს არის ის პერიოდი, რაც სჭირდება ტკიპას რომ მოწოვოს ადამიანის სისხლი. ეს არის ის პერიოდი, როცა გვმართებს ყველაზე მეტი სიფრთხილე. 1-2 საათის მიკრული ტკიპა ვერ იქნება ბორელიოზის საფუძველი. 48 საათია, ზოგადად, საშიში პერიოდი. ბავშვის კანის ზედმიწევნით დათვალიერება და ტკიპას მოცილება არის აუცილებელი.

მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ტკიპას კბენის და დაავადებები გახშირებულია. ეს შემთხვევები რომ იყოს გახშირებული, გარწმუნებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას გააკეთებდა. ტკიპა არ არის ის, რომელსაც აფეთქებები ახასიათებს.

სეზონურობა კი. ეს არის ივლისიდან დაწყებული სექტემბრის ჩათვლით. გართულებები, რა თქმა უნდა, ახასიათებს - ეს არის სახსრების და კუნთების ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, კანზე გამონაყარი და ა.შ. მაგრამ შემთხვევების მატება, საბედნიეროდ, არც შარშან დაფიქსირებულა. ერთეული შემთხვევები ნამდვილად იქნება, მაგრამ მატება არა,“ - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.