საერთაშორისო განგაში ლაინერზე: როგორ გადაეცემა ჰანტავირუსი ადამიანიდან ადამიანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეტალური კრუიზი და ჰანტავირუსის იშვიათი შტამი: რატომაა საშიში არგენტინული ინფექცია და რას განმარტავს მაია ბუწაშვილი

საერთაშორისო განგაში ლაინერზე: როგორ გადაეცემა ჰანტავირუსი ადამიანიდან ადამიანს და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება მაია ბუწაშვილის რეკომენდაციით

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, იზოლირებულ გარემოში დაფიქსირებული ლოკალური ეპიდაფეთქება ხშირად საერთაშორისო მნიშვნელობის ჯანდაცვის გამოწვევად იქცევა. ამის მკაფიო მაგალითია საკრუიზო ლაინერ MV Hondius-ზე განვითარებული მოვლენები. ხომალდი, რომელმაც სტარტი ერთი თვის წინ არგენტინიდან აიღო, ამჟამად გლობალური ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ცენტრშია მას შემდეგ, რაც ბორტზე ჰანტავირუსის აფეთქება დაფიქსირდა.

არსებული მონაცემებით, ვირუსის გავრცელება სავარაუდოდ ხმელეთზე, არგენტინაში მოგზაურობისას დაიწყო. ჰანტავირუსის ბუნებრივ რეზერვუარს მღრღნელები წარმოადგენენ, ადამიანები კი ინფიცირდებიან მათი ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად. ვინაიდან კრუიზი ველური ბუნების შორეულ წერტილებს სტუმრობდა, ვარაუდობენ, რომ „ნულოვანი პაციენტი“ ვირუსს გემზე ასვლამდე დაუკავშირდა.

ვითარებას ამწვავებს ის ფაქტი, რომ საქმე გვაქვს ჰანტავირუსის „ანდურ“ (Andes) შტამთან, რომელიც, სხვა ქვეტიპებისგან განსხვავებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარით ხასიათდება. გემზე არსებულმა შეზღუდულმა სივრცემ და საერთო საცხოვრებელმა პირობებმა ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას, რის შედეგადაც სამი მგზავრი გარდაიცვალა, ოთხის კი სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია გახდა საჭირო.

virus-38979-1778257055.webp

ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია იმ 23 მგზავრის მოსაძიებლად, რომლებმაც ლაინერი აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე დატოვეს. ინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა შვეიცარიაში, ხოლო პოტენციური კონტაქტები იძებნება დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ფართო საზოგადოებისთვის რისკს დაბალ დონეზე აფასებს, გემიდან დაბრუნებული პირებისთვის 45-დღიანი თვითიზოლაცია სავალდებულოა, რადგან დაავადების ინკუბაციური პერიოდი შესაძლოა რვა კვირამდე გაგრძელდეს.

საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებსა და ვირუსის სპეციფიკაზე დამატებით განმარტებებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აკეთებს:

- ბევრი შეკითხვაა ჰანტავირუსთან დაკავშირებით კრუიზზე მომხდარი ეპიდაფეთქების და ლეტალური შემთხვევების გამო. კრუიზმა MV Hondius მოგზაურობა დაიწყო არგენტინიდან და მასზე მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.

ჰანტავირუსით ინფიცირებული მგზავრებიდან 3 გარდაიცვალა (ორი ჰოლანდიელი და ერთი გერმანელი), რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ათეულობით მგზავრმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დატოვა გემი და შესაბამისად, ამ ქვეყნებში ამ ადამიანებზე ზედამხედველობა გახდა საჭირო.
ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია, რომლებსაც ადამიანებში მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი ხანგრძლივია, შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს.
hantavirusi-1778257073.jpg
ლეტალობის მაჩვენებელი 20-50%-ია. ჰანტავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) - მძიმე რესპირატორული დაავადება, რომლის დროსაც ლეტალობის მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. ჰანტავირუსის კიდევ ერთი გართულებაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS).
ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი (Andes virus) შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეს. ეს ქვეტიპი არგენტინაში ცირკულირებს და რადგან კრუიზმა სტარტი სწორედ არგენტინაში აიღო, ეს შემთხვევაც ამ ქვეტიპით არის გამოწვეული.
ჰანტა არ არის ახალი ვირუსი. შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ამ ინფექციის მიმართ და საყოველთაო შეშფოთება სწორედ კრუიზის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია.