ნობელის პრემიის ლაურეატი საუბრობს სახიფათო ვირუსებზე, რომლებიც ყინულებში იმალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნობელის პრემიის ლაურეატი საუბრობს სახიფათო ვირუსებზე, რომლებიც ყინულებში იმალება

კაცობრიობა არ არის მზად იმ ვირუსების დასაძლევად, რომლებიც შეიძლება გათავისუფლდეს ყინულის დნობის დროს.

ამის შესახებ კლიმატის ცვლილების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, რაე კვონ ჩუნგმა, განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვირუსები შესაძლოა იმალებოდეს რუსეთისა და კანადის ჩრდილოეთ ნაწილების ყინულში, ასევე გრენლანდიაში. რადგან ამ რეგიონებში ყინული დნება, შეიძლება ისეთი ვირუსები გათავისუფლდეს, რომელთათვისაც მეცნიერები მზად არ არიან. „მე ასე ვფიქრობ, რადგან ჩვენ არც კი ვიცით, რა ვირუსები არსებობს. ჯილეხის მდგომარეობა მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ შეიძლება კიდევ ბევრი იყოს“, - განაცხადა მეცნიერმა.

ჩუნგი დაეყრდნო რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ სამეცნიერო მოხსენებას, სადაც ივარაუდება, რომ ტუნდრაში ყინულის დნობამ შეიძლება ასობით ვირუსი გამოათავისუფლოს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება საშიში იყოს ადამიანისთვის.

ვირუსთა სამყარო

ვირუსები დედამიწის აბორიგენები არიან, ისინი პლანეტის შექმნისას მოხვდნენ ჩვენთან, ცხოვრობენ ყველგან: კოსმოსში, წყალში, ჰაერში, მიწაზე, ყველგან, სადაც ადამიანი, ცხოველი და მცენარეა.

ყოველთვის შეხვდებით კარის სახელურებზე, მაგიდაზე, ნებისმიერ ზედაპირზე, ტანსაცმელზე, ცხოველის ბეწვზე, ტყავზე და ა.შ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე, განსაკუთრებით ხელსაყრელია დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. ასეთ პირობებში ისინი იკეთებენ დამცავ კაფსულას და ვირიონებად წოდებულნი, საკმაოდ დიდი ხნით აგრძელებენ არსებობას.

  • უხილავი მტერი

არაუჯრედოვანი სიცოცხლის ფორმა – ვირუსი, მარტივი, მიკროსკოპული არსებაა. ის არის ნუკლეინის მჟავა, გახვეული ცილოვან გარს – კაფსიდში. არსებობს შედარებით რთული აგებულების მქონე ვირუსები, რომლებიც, ნუკლეინის მჟავას გარდა, კაფსიდში შეიცავენ ლიპიდებსა და პოლისაქარიდებს.

უხილავ მტრებად წოდებული ვირუსები თანამედროვე მედიცინის დიდი თავსატეხია, რამდენადაც ადამიანის ორგანიზმის სწრაფად ინფიცირების უნარი გააჩნიათ. თავად სახელი ვირუსიც ხომ ლათინურად შხამს ნიშნავს.

არსებობს განსხვავებული ფორმის ვირუსები: ბურთის, სპირალის, ჩხირის მაგვარი, მათი ზომები მერყეობს 20-300 ნმ-ის საზღვრებში, შეგახსენებთ რომ 1 მმ-ში 1 მილიონი ნმ-ია. ყველაზე მსხვილი ზომის ვირუსთა დიამეტრი 500 ნმ-ია.

ერთეულ გამონაკლისებს თუ არ გავითვალისწინებთ, ვირუსი მხოლოდ ერთი ტიპის ნუკლეინის მჟავას, დნმ-ს ან რნმ-ს შეიცავს. თუმცა, არსებობენ ორივე ტიპის მოლეკულის შემცველებიც, მაგალითად, მიმივირუსები. ისინი ზომითაც გიგანტები არიან და თან იმიტირებენ ბაქტერიათა ცხოველქმედების პროცესებს, რის გამოც ზოგიერთი მეცნიერი მათ ვირუსებიდან ბაქტერიებამდე გარდამავალ ფორმად მიიჩნევს.

ვირუსი ობლიგატური პარაზიტია – ადამიანის ორგანიზმის გარეშე გამრავლება არ შეუძლია, უჯრედის გარეთ იგი მხოლოდ ქიმიური ნივთიერებაა, ამიტომაც ილტვიან ასე გამალებით ცოცხალ უჯრედში შესაღწევად, რათა გამრავლდნენ და არსებობა გაიხანგრძლივონ.

ადამიანის უჯრედის გარდა, ვირუსები მცენარის, ცხოველის, სოკოსა და ბაქტერიის ორგანიზმშიც მრავლდებიან, ამ უკანასკნელს ვუწოდებთ ბაქტერიოფაგებს, გარდა ამისა, არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ორგანიზმში შეღწევა მხოლოდ უჯრედში სხვა ვირუსის არსებობისას შეუძლიათ, ესენი ვირუს-სატელიტებია.

  • ვირუსთა მოქმედების სტრატეგია

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/13933-virustha-samyaro.html