რა არის აივ ინფექცია/შიდსი და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დროული დიაგნოსტირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის მნიშვნელოვანი აივ ინფექციის დროული დიაგნოსტირება

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებები, ორგანიზაციები და აქტივისტები ერთიანდებიან, რათა სოლიდარობა, მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.

საქართველოც უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება ამ დღის აღნიშვნას, საზოგადოებრივი კამპანიებით, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებითა და პრევენციაზე ხაზის გასმით.

რა არის აივ ინფექცია/შიდსი?

აივ ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია, რომლის ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

როგორც აივ ინფექცია, ასევე შიდსი მედიცინისთვის კვლავ ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და მათი განკურნება ჯერ კიდევ შეუძლებელია. თუმცა, დროთა განმავლობაში მეტად შესაძლებელი გახდა შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობის სტაბილურად შემცირება და პაციენტებისათვის სიცოცხლის გახანგრძლივების უზრუნველყოფა.

როგორ გადაეცემა აივ ინფექცია?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის შემდეგი გზები:

1. სისხლით:

  • ინფიცირებული სისხლის გადასხმით;
  • აივ-ით ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით;
  • ნარკოტიკების ინექციურად მოხმარებისას საზიარო ნემსის გამოყენებისას.

2. სქესობრივი გზით:

  • აივ ინფიცირებულ პირთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას;

3. ვერტიკალური გზით:

  • დედიდან შვილზე ორსულობისას, მშობიარობისას ან ძუძუთი კვებისას.

როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია?

აივ ინფექცია არ ვრცელდება შემდეგი გზებით:

  1. ხელის ჩამორთმევისას;
  2. კოცნით (საშიშია, თუ კი ნერწყვს დიდი რაოდენობით სისხლი მოჰყვება ან, როცა დაზიანებულია პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, რადგან ასეთ დროს მასში ვირუსი იოლად აღწევს.);
  3. პირადი ჰიგიენის ნივთებით (მაგ: ტანსაცმელი ან ჭურჭელი);
  4. ჩახუტებით;
  5. კოღოებით, ტკიპებით ან სხვა მწერებით.

რა სიმპტომები ახასიათებს აივ ინფექციას :

აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, თუმცა არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლოა ვიფიქროთ აივ/შიდსზე. ესენია:

  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • ოფლიანობა, განსაკუთრებით, ღამით;
  • გადიდებული ლიმფური კვანძები;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • არამოტივირებულიცხელება;
  • წონის სწრაფი კლება;
  • გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას;

როგორ უნდა მოვიქცეთუ ეჭვი გვაქვს აივ ინფექციაზე?

აივ სტატუსის გასარკვევად ერთადერთი გზა ტესტირებაა. თქვენი სტატუსის ცოდნა გაძლევთ მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი და თქვენი პარტნიორის(ების) ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

რატომ არის აივის დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანი:

  1. დროული დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა ინფექციის ადრეულ სტადიაზე დაიწყოს ანტირეტროვირუსული თერაპია, რაც მნიშვნელოვნად ანელებს დაავადების პროგრესს.
  2. დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხს.
  3. დიაგნოზის დროული დადგენა და მკურნალობის დაწყება ამცირებს აივ-ის გადაცემის რისკს.

არსებობს თუ არა აივ ინფექციის მკურნალობა?

აივ ინფექციის მკურნალობა არსებობს, თუმცა სრულად განკურნება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

არსებობს ანტირეტროვირუსული თერაპია (არვ), რომელიც:

  • ანელებს ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხს;
  • ამცირებს აივ-ის გადაცემის რისკს სხვებისთვის.

აივ ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია, რომელიც სრულ განკურნებას ამ ეტაპზე არ ექვემდებარება, მაგრამ დროული დიაგნოსტირება, უსაფრთხო ქცევა და ანტირეტროვირუსული თერაპია საშუალებას აძლევს ადამიანებს, იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით.

ელენე მოდებაძე