ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შესაძლოა პოსტ-ვირუსული წარმოშობის იყოს
ნაშრომში, "მიალგიური ენცეფალომიელიტის/ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ვირუსული წარმოშობა”, რომელიც გამოქვეყნდა PLOS Pathogens-ში, განხილულია რამდენიმე ჰიპოთეზა, რომლებიც დაკავშირებულია მიალგიური ენცეფალომიელიტისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზებთან. სავარაუდო დამნაშავე შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით ენტეროვირუსების ოჯახიდან.
მიალგიური ენცეფალიტისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ზუსტი მიზეზები ბოლომდე არ არის გასაგები და ის განიხილება რთულ და მრავალფაქტორულ მდგომარეობად.
ადამიანის ჰერპესვირუსები (HHV), როგორიცაა ეპშტეინ-ბარის ვირუსი და HHV-6 არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ერთ-ერთი წყარო. ზოგიერთი პაციენტს, რომელსაც აქვს ეს მდგომარეობა, აღნიშნავს მწვავე ინფექციას HHV-ებით დაავადების დაწყებისას და ამ ვირუსების რეაქტივაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ მდგომარეობას. რნმ ვირუსებს გააჩნიათ უნარი ქსოვილებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩნენ, რაც ხელს უწყობს ქრონიკული დაღილობის სინდრომის ჩამოყალიბებას.
არსებობს იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან. გენეტიკურმა ფაქტორებმა შესაძლოა როლი ითამაშოს მგრძნობელობაზე. ცენტრალურ ნერვულ სისტემას ასევე აქვს ასოციაცია ბევრ სიმპტომთან. გარემო ფაქტორები, როგორიცაა ტოქსინები, სტრესი და ტრავმა შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ მდგომარეობასთან. უახლესი კვლევები მიუთითებს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებით მიტოქონდრიებთან, რაც იწვევს დაღლილობას და გამძლეობის შემცირებას. ჰორმონალური დისრეგულაცია ცვლილებები ნაწლავის მიკრობიოტაში ასევე გავლენას ახდენს მდგომარეობის ჩამოყალიბებაზე.