/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

წერილი თოვლის ბაბუას

წერილი თოვლის ბაბუას
მყავს სამი შვილი - ორი გოგონა და ერთი ვაჟი, 3, 7 და 10 წლის. ახალი წელი ახლოვდება და მინდა, ჩემი შვილებიც გავახარო საახალწლო საჩუქრებით -

ეს ხომ ჯადოსნური დღესასწაულია, ყველა ოცნების ასრულების დრო. მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, სხვადასხვა საჩუქარი შეეფერებათ. რაზე ავიღო ორიენტაცია?

ახალი წლის დადგომამდე მშობლები თავს იმტვრევენ, რით გაახარონ თავიანთი პატარები, ბავშვები კი მოუთმენლად ელიან ზღაპრულ ღამეს და თოვლის ბაბუის საჩუქრებს. მიუხედავად სკეპტიკური აზრისა: "თოვლის ბაბუა არ არსებობს" - ბევრი ბავშვი 12 წლამდეც კი ოცნებობს ნაძვის ხესთან საოცნებო საჩუქრის აღმოჩენაზე.

ვის როგორი საჩუქრის პოვნა სურს თოვლის ბაბუის ხურჯინში

4-8 წლამდე ასაკის გოგონებისთვის შეუცვლელ საჩუქრად ითვლება თოჯინა - ჩვილი თავისი ტანსაცმლის ნაკრებით. რაც უფრო მეტად ჰგავს თოჯინა რეალურ ჩვილს, მით უფრო დიდია პატარა ქალბატონის აღტაცება. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეარჩიოთ თოჯინა - მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ თქვენს გოგონებს. და, რა თქმა უნდა, ყველა გოგონას აღაფრთოვანებს ულამაზეს კაბაში გამოწყობილი სათამაშო პრინცესა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბიჭუნების უმრავლესობა თაყვანს სცემს მექანიკურ ნაკეთობებს. თუ მანქანების მიმართ გულგრილნი არიან, შესაძლოა მოეწონოთ დაპროგრამებული რობოტი, კოსმოსური ხომალდი რადიომართვით, რკინიგზა. თუ თქვენი პატარა სიზმარში თავს ბეტმენად ან ადამიან-ობობად ხედავს, მიართვით საყვარელი გმირის კოსტიუმი.

2-3 წლის ბავშვს აღაფრთოვანებს ნათელი ფერის კუბები და დიდი რბილი სათამაშოები.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

7 წლის ხელმარჯვე გოგონასთვის სიხარულის მომგვრელი იქნება საქარგავი ან საკერავი ნაკრები.

5 წელს გადაცილებული ცნობისმოყვარე ბავშვისთვის კარგი საჩუქარია მიკროსკოპი, ჭოგრიტი და ცდების ჩასატარებელი ნაკრები. როგორც ბიჭუნები, ისე გოგონები სიამოვნებით გაერთობიან კონსტრუქტორით. არჩევანი საკმაოდ დიდია: ელექტრონული, ხისა, ტრადიციული ლითონისა...

4 წელს გადაცილებულ ბავშვებს მოსწონთ სამაგიდო თამაშებიც. ახლა ისეთი სამაგიდო თამაშებიც არსებობს, რომ ოჯახის უფროს წევრებსაც გაიტაცებს.

5-10 წლის ბავშვებისთვის შესაფერისია დეტალების ნაკრები, რომელთაგანაც შეიძლება ციხესიმაგრეებისა და სახლების აშენება,

ხატვის მოყვარულებს კი შეგიძლიათ მოლბერტი და საღებავები აჩუქოთ. მოზარდები მზად არიან საათობით ისხდნენ კომპიუტერთან და სხვადასხვა სტრატეგიული თამაშით გაერთონ. მათ შეგიძლიათ აჩუქოთ განმავითარებელი თამაშები სასწავლო შინაარსით ან დისკზე ჩაწერილი ინტერაქტიული ენციკლოპედია.

4-5 წლის პატარები კმაყოფილები დარჩებიან, თუ საჩუქრად მიიღებენ სასწავლო თამაშებს საყვარელი პერსონაჟებით.

გორგოლაჭები, თხილამურები, ციგურები...

კარგი საჩუქარია ექსკურსია, მოგზაურობა, ზამთრის კურორტზე დასვენება. პატარებს დიდ სიხარულს მიანიჭებს საახალწლო წარმოდგენა. სპორტი ყველას უყვარს - ბიჭუნებსაც და გოგონებსაც. გორგოლაჭები გაახარებს პრაქტიკულად ყველა მოსწავლეს. აუცილებლად შეიძინეთ დამცავი კომპლექტი: ჩაფხუტი, ხელთათმანები, სამუხლეები და საწვივეები.

პატარებისთვის არსებობს მოდელები, რომელთა ზომის რეგულირება შესაძლებელია - ისინი რამდენიმე წელი გამოადგებათ. არანაკლებ კარგი საჩუქარი იქნება:

  • ველოსიპედი;
  • თოვლმავალი;
  • თხილამურები;
  • ციგურები;
  • სპორტული კომპლექსის აბონემენტი.

ჯადოსნური ისტორიები

ნაძვის ხის ქვეშ აუცილებლად მოიძებნება ადგილი წიგნებისთვის. სულ პატარებისთვის შესაფერისია სპეციალური საბავშვო გამოცემები მოძრავი სათამაშოებით. ძალიან მოხერხებულია პლასტიკისგან დამზადებული წიგნები - ასეთი წიგნებით პატარა სააბაზანოშიც გაერთობა.

ორი-სამი წლიდან პატარას უკვე შეუძლია დაათვალიეროს ნახატებიანი წიგნები და მოისმინოს საინტერესო ამბები. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება საბავშვო ენციკლოპედია.

ყველაზე საახალწლო წიგნი კი მაინც ზღაპრების წიგნია, სადაც უამრავი ჯადოსნური ისტორიაა თავმოყრილი.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა სურს ბავშვს, მისწერეთ წერილი თოვლის ბაბუას და დაკიდეთ ხის ტოტზე, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მოგვიანებით თვალთახედვის არიდან მისი გაქრობა...

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სეფსისი - სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეფსისი - სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე

ამ დროს ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი სისხლის მეშვეობით აღწევს სხვადასხვა ორგანოში. შესაბამისი მკურნალობის გარეშე იწვევს ლეტალურ შედეგს.

სეფსისი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მიკროორგანიზმმა: ბაქტერიამ, ვირუსმა, სოკომ, პარაზიტმა, ან მათმა კომბინაციამ, ინფიცირების გზა კი მრავალგვარია. საკმაოდ რთულია დაავადების დიაგნოსტიკა, ვინაიდან სეფსისს არ გააჩნია სპეციფიკური კლინიკური ნიშნები.

დაავადება შეიძლება პირველადი ბაქტერიემიით (სისხლში მიკრობის არსებობით) იყოს განპირობებული ან სხვა პათოლოგიის ფონზე განვითარდეს(მეორეული ბაქტერიემი). სეფსისთან ფონური დაავადება შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესი. სეფსისით რთულდება არაჩირქოვანი დაავადებებიც.

სიმპტომები:

სეფსისი არასპეციფიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება:მაღალი ტემპერატურა და შემცივნება, თუმცა, ტემპერატურა შესაძლოა ნორმაზე დაბალიც იყოს, იშვიათად – ნორმალურიც კი. ეს ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული.

დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება მძიმე სეფსისი, რომელიც რომელიმე ორგანოს უკმარისობას იწვევს, ხოლო თუ რამდენიმე ორგანო დაზიანდა, ვითარდება სეპტიკური შოკი ანუ პოლიორგანული უკმარისობა, რა დროსაც ნებისმიერი ორგანოს დაზიანების ალბათობა თანაბარია. უკმარისობის მოვლენები ტვინსა და გულში ყველაზე გვიან იჩენს თავს, ვინაიდან ისინი სისხლის დიდი რაოდენობის მობილიზებას ახდენენ და სისხლნაკლებობას არ განიცდიან, თუმცა, დროთა განმავლობაში ამ ორგანოს უბნები სწორედ სისხლის მეშვეობით ,,მარაგდებიან“ ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც მძიმე მოწამვლას იწვევს. სეპტიკური შოკი სხვა შოკებისგან განსხვავდება იმით, რომ პაციენტი შესაძლოა იყოს კონტაქტური, ადეკვატური, თუმცა რამდენიმე წუთში დაიღუპოს.

41235192-l-1671451702.jpg

პრევენცია

სეფსისის პროფილაქტიკა ნებისმიერი ჩირქოვანი კერის დროულ და სრულყოფილ მკურნალობას გულისხმობს. არ შეიძლება თვითმკურნალობა, ანტიბიოტიკოთერაპიის არასწორად წარმართვა ან ნაადრევად შეწყვეტა, არ შეიძლება ჩირქოვან წარმონაქმნზე, მექანიკური ზეწოლა, დაჭერა, გამორწყვა, ამან შესაძლოა ინფექციას სისხლისკენ გზა გაუხსნას.

სეფსისის პროფილაქტიკა იმუნიტეტის გაძლიერებას, გაჯანსაღებასაც გულისხმობს.