/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები

-მამას ფეხზენთითებს შიაბ აქვს გაყვლეფილებივით ექავება კოდეც ცოტანდანსტკივაბზელიონკასნოსმევს უივე შევამჩნიე 3კერ.მამასთან მოროდებით ვარ და ვერ ვეკითხები მთლად ასე ძირფესვიანად მაგრამ აშკარაა აწიხებს.ის გულთ ავადმყოფია ოოერაციის მიიხედავად აქვს სარქველი ღოად აკასნვერ შველიან და კიმშვადობა 36 სულნდაძაბული ვარ .ისედაც სულ ნერვოულიბს მოსნგამო ამხელა ვალები რომ დაჰვედო და ოლერაციიდან რაკდენომე წელი ექომებში ომხელანთანხა რომ მიდოდა კონსულტაციებზე და ხმას ვერანაირად ვერამოიღებ ახლანექომთან საწვლაზე.სულ დარდი მაქვს კონტროლზე რომ ვეღარ მოგვყავს არაა ამის საშუალება და მეშენია შეიძლება რომ ან ომ წამლებმა ამდენინწელია მიჭით რომ იყრის ერატნდალევაზე 7ეამალს ასმევს ექომი ყოველ დღე ან მისს მსგომარეობას გამოეწვია ეს?რაც თავი ლახსოვს შულ გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიანსულ კილეულით არვიცი ამან ქნა თუ რამ მაგრამ არვიცინროგორნდავეხმარო.ან არ გაურთულდეს რამე მეშენია.რატონაქ ფეხზე ეაენი?წყლილებივიყ თითქოსნსითხეაო თითებ შუა.მეცოდება.რანჰქბოა ამ დაავადებას ?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მენინგიტი - რა ტიპის ვირუსები და ბაქტერიები იწვევენ მას და რა გართულებებს იწვევს ახალშობილებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენინგიტი - რა ტიპის ვირუსები და ბაქტერიები იწვევენ მას და რა გართულებებს იწვევს ახალშობილებში

ბაქტერიებით გამოწვეული მენინგიტი უფრო ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში და 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.მაგალითად,სტრეპტოკოკით, ეშერიხიით, ლისტერიით გამოწვეული მენინგიტი უფრო ხშირია ახალშობლებში, პნევმოკოკით და მენინგოკოკით კი ხშირია 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია: ენტეროვირუსები, არბოვირუსები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი.

დაავადება შეიძლება გავრცელდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში არსებული ინფექციური კერიდან, როგორიცაა კანი, საშარდე და საჭმლის მომნელებელი სისტემა, მაგრამ ყველაზე ხშირად ინფექციის წყარო ხდება სასუნთქი სისტემა. ენტეროვირუსები ძირითადად რესპირატორულ სეკრეციებთან ერთად პირდაპირი კონტაქტის გზით გადაეცემა.ინფექცია ასევე შეიძლება გავრცელდეს დაავადებული ადამიანის საყოფაცხოვრებო ნივთების, პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში.

დაინფიცირება ხდება ინფექციის წყაროსთან ხანგრძლივი და ახლო კონტაქტით, ამიტომ მენინგიტის გავრცელებას სეზონური ხასიათი აქვს, მატულობს ზამთარსა და გაზაფხულზე,გავრცელების სიხშირე იმატებს დახურულ სივრცეებში(საბავშვო ბაღებში, სკოლებში).

ვირუსული მენინგიტი ჩვეულებრივ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ბაქტერიული, თუმცა დაავადების საწყისი ნიშნები შეიძლება ერთნაირი იყოს.

მენინგიტის პირველი ნიშნებია:

  • ცხელება;
  • ღებინება;
  • აღგზნება ან ლეთარგია (ძილიანობა);

მოზრდილი ასაკის ბავშვები უჩივიან:

  • თავის ძლიერ ტკივილს;
  • კუნთების ტკივილს;

ავადმყოფს აღიზიანებს ხმაური, სინათლე; შეიძლება აღინიშნოს კეფის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა);

დაავადების ყველაზე მძიმე ფორმის (მენინგოკოქცემიის) დროს დაავადების პირველივე საათებში ვითარდება სხვადასხვა ფორმის სისხლჩაქცევები.

მენინგიტი ახალშობილებში, როგორც წესი, სისხლის ინფექციის (სეფსისი) შედეგია. ინფექცია ძირითადად გამოწვეულია სამშობიარო გზებში არსებული ბაქტერიებით, როგორებიცაა: B ჯგუფის სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი.

მოზრდილ ჩვილებსა და ბავშვებს ინფექცია უვითარდებათ დაინფიცირებული ადამიანის რესპირატორულ სეკრეტებთან კონტაქტით.

მენინგიტის თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებას ჰიგიენის წესების დაცვა წარმოადგენს:

ხელების ხშირი დაბანა, მოერიდეთ ახლო კონტაქტს შესაძლო დაავადებულთან, არ ისარგებლოთ საერთო ჭურჭლით. დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე, აუცილებელია ვაქცინაცია.

ექიმები მენინგიტზე დაეჭვებისთანავე ნიშნავენ ანტიბიოტიკების მაღალ დოზას ვენაში გადასასხმელად (ინტრავენურად). 6 კვირაზე უფროსი ასაკის ბავშვებს ეძლევათ კორტიკოსტეროიდები პერმანენტული ნევროლოგიური პრობლემების პრევენციისთვის.

გადარჩენილი ახალშობილების 15-25%-ს უვითარდება თავის ტვინის და ნერვების სერიოზული პრობლემები, როგორიცაა პარკუჭების გადიდება (ჰიდროცეფალია), სიყრუე, ცერებრალური დამბლა და მენტალური ჩამორჩენა/ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა. 30%-ს აქვთ მსუბუქი ნარჩენი პრობლემები, როგორიცაა დასწავლის დარღვევები, სმენის მსუბუქი დაკარგვა ან იშვიათი კრუნჩხვები. უფროს ჩვილებს და ბავშვებს ნაკლებად აქვთ ეს გართულებები.