ციტომეგალოვირუსი - რომელი კატეგორია შედის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის რისკ-ჯგუფში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ციტომეგალოვირუსი - რომელი კატეგორია შედის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის რისკ-ჯგუფში

მისი სინონიმებია: ციტომეგალია, სანერწყვე ჯირკვლების ვირუსული დაავადება, ინკლუზიური ციტომეგალია. ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინება, შინაგანი ორგანობისა და ნერვული სისტემის დაზიანება.

ციტომეგალოვირუსული დაავადების გამომწვევი ჰერპესის ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ვირუსის წყაროა დაინფიცირებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი. ვირუსი გადაეცემა დედის რძით, ორსულობისას დედიდან-ნაყოფს. ვირუსის გადაცემა ხდება ბიოლოგიური სითხეების, სისხლის, შარდის, ცრემლის საშუალებით, ასევე, ჰაერწვეთოვანი გზით.

ციტომეგალოვირუსული ინფექციის ფორმებს შორისაა: ლატენტური(ლოკალიზებული) და მონომუკლეოზური ფორმა.

ლატენტური ფორმა - ფართოდაა გავრცელებული. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს ინფიცირებულს და კლინიკურად არ მჟღავნდება, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად შესაძლოა გააქტიურდეს.

მწვავე მონონუკლეოზური ფორმა - დაავადება გრძელდება 2-4 კვირამდე. მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურითა და საერთო ინტოქსიკაციის ნიშნებით. ახასიათებს სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, შესაძლოა, გადიდდეს ელენთა. არ ფიქსირდება ჯირკვლების გადიდება.

giphy-1671006097.gif

ციტომეგალოვირუსულ ვირუსულ ინფექციას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც:

  • ვირუსული დაავადებების გააქტიურება;
  • თირკმელების ქსოვილების დაზიანება;
  • ბრონქიტის, პნევმონიის განვითარება და შინაგანი ორგანოების დაზიანება;
  • გახანგრძლივებული რესპირატორული დაავადებები;
  • ლიმფური კვანძების დაზიანება და ლიმფადენიტის განვითარება;
  • გამონაყარი კანზე

ვის შეიძლება გამოუვლინდეს სიმპტომები?

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ციტომეგალოვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თითქმის არ ვლინდება(ან ვლინდება მსუბუქი ფორმით,მაგალითად, სისუსტე, კუნთების ტკივილი ყელის ტკივილი ტემპერატურა), თუმცა არსებობს გარკვეული კატეგორია, რომლებთანაც ვირუსის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული:

ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან:

  • ახალდაბადებული ბავშვები, რომელთაც ვირუსი დედისგან გადაეცათ - ვირუსსზე შეიძლება მიუთითებდეს შემდეგი სიმპტომები: მცირე წონა,გადიდებული ღვიძლი, კანის ყვითელი შეფერილობა, თავის პატარა ზომა. შესაძლოა განვითარდეს პნევმონია;
  • სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები(მაგალითად, აივ ინფექციით დაავადებული პირები)

პრევენციისთვის საუკეთესო გზა იმუნური სისტემის გაძლიერება და ჰიგიენის დაცვაა.